შინაარსზე გადასვლა

ბანდერელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეპან ბანდერა

ბანდერელები (უკრ. Бандерівці) — უკრაინელი ნაციონალისტები. იბრძოდნენ საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. მათი მიზანი იყო დაპყრობილი ერების გათავისუფლება.

ბანდერა და ბანდერელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს ვენაში უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია (ოუნ) შეიქმნა. მისი მიზანი იყო ყველა უკრაინული მიწის გაერთიანება. 1938 წელს საბჭოთა ჩეკისტებმა როტერდამში მოკლეს ოუნ-ის დამაარსებელი პოლკოვნიკი ევგენი კონოვალეცი. ამის შემდეგ ოუნ-ის შიგნით უთანხმოება გამძაფრდა, რაც 1940 წელს ორგანიზაციის დაშლით დასრულდა. ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ, რომელიც სტეპან ბანდერას გარშემო იყო შემოკრებილი, საკუთარი ორგანიზაცია შექმნა, სახელწოდებით ოუნ-რევოლუციური. მის წევრებს შემდგომში ბანდერელები უწოდეს. 1941 წლის 30 ივნისს გერმანელებმა ლვოვი აიღეს. იმავე დღეს ბანდერელებმა უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დროებითი მთავრობა შექმნეს. მან სულ ორ დღეს იარსება. გერმანელებმა მისი წევრების უმრავლესობა დააპატიმრეს. სტეპან ბანდერა ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. პასუხად, ბანდერელებმა შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღეს როგორც ჰიტლერელი, ასევე რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1943 წელს ბანდერელებს უამრავი ქართველი, შუააზიელი, აზერბაიჯანელი და სომეხი შეუერთდა.

ვიკიციტატა
„ქართველები საოცარი ხალხია, პირველობის სურვილი ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ბრძოლაშიც პირველები გადაეშვებიან ხოლმე !“

წერდა სტეპან მუდრიკი. 1944 წლისთვის უპა-ს წევრთა რიცხვმა 480 ათასს მიაღწია. მის შეიარაღბაში იყო ტანკები, ქვემეხები და ნაღმტყორცნები. ის უკრაინის ტერიტორიის ერთ მესამედს აკონტროლებდა.

  • ნიკა თევზაძე, ქართველები და ბანდერელთა მოძრაობა, ჟურნალი ისტორიანი, სექტემბერი, №9, 2013