შინაარსზე გადასვლა

ბეკიმ ბალაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეკიმ ბალაი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
11 იანვარი, 1991 წელი
დაბადების
ადგილი
შკოდერი, ალბანეთი.
სიმაღლე 1.88
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შკოდერის ვალაზნია
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
წლები გუნდი
2002-2009 შკოდერის ვალაზნია

ბეკიმ ბალაი(დ. 11 იანვარი, 1991) — ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე, ალბანურ კლუბ შკოდერის ვალაზნიასა და ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

ბალაიმ საფეხბურთო კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის კლუბ Vllaznia-ში და პროფესიონალურ კარიერაში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. ამ კლუბში ასპარეზობისას, მან 38 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი თურქულ საფეხბურთო კლუბ Gençlerbirliği-თან გააფორმა კონტრაქტი.[1] თურქეთში მცირე წარმატების შემდეგ ის დაბრუნდა მშობლიურ ალბანეთში და ასპარეზი ტირანაში განაგრძო,[2] აქ მან 37 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა. ტირანას შემდეგ იგი საფეხბურთო კლუბ პრაღის სპარტას შეუერთდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში 2013 წლის იანვარში.

პრაღის სპარტაში ყოფნის დროს იგი კლუბის მიერ იჯარით იყო გაცემული პოლონურ კლუბ იაგელონია ბიალისტოკში 2013–14 სეზონისთვის, სადაც მან 36 მატჩში 9 გოლი გაიტანა, შემდეგ კი დაბრუნდა თავის მშობლიურ კლუბში 2014-15 სეზონის პირველ ნახევარში. იგი შეუერთდა ხორვატიულ კლუბს HNK Rijeka-ს 2015 წლის იანვარში, ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, კლუბმა 600,000 ევროს გადაიხადა.[3]

ბალაიმ სანაკრებო კარიერა 19-წლამდელთა ნაკრებში 2008 წელს დაიწყო, იგი ასევე ასპარეზობდა 21-წლამდელთა ნაკრებში, 2010 წელს, კარიერის დაწყებიდან 2 წელში. მისი დებიუტი ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 2012 წელს შედგა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაკრებისთვის უეფას ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპებზე, განსაკუთრებით პორტუგალიის წინააღმდეგ როდესაც მან საჰაერო ორთაბრძოლაში გოლის გატანა მოახერხა, რომელიც ალბანეთისთვის გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. იგი შეირჩა უეფას ევრო 2016-თვის, ალბანეთის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში, [4] ხოლო ევროპის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა რუმინეთის წინააღმდეგ ჯგუფის ბოლო მატჩში.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Turkish team signs Albanian striker. World Bulletin (17 June 2010). ციტირების თარიღი: 20 October 2019
  2. Bala te Tirana per 70 mije sq. Panorama Sport. Arkiva Shqiptare e Lajmeve (20 January 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2019
  3. Zyrtare, Bekim Balaj kalon te Rijeka sq. Gazeta Panorama (8 January 2015). ციტირების თარიღი: 20 October 2019
  4. „De Biasi shpall listën zyrtare të Euro 2016“ [De Biasi announces the official list of Euro 2016] (ალბანური). FSHF.org. 31 May 2016. ციტირების თარიღი: 31 May 2016.
  5. Richard Amofa. (19 June 2016) Euro 2016: Romania 0 Albania 1 - Armando Sadiku scores the only goal to seal his country's first ever win at a major competition. The Telegraph. ციტირების თარიღი: 20 October 2019