ბელარუსის საფეხბურთო სუპერთასი (ბელარ.Суперкубак Беларусі па футболе) — საფეხბურთო გათამაშება ბელარუსში, სადაც უმაღლესი ლიგის და თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის მეორე ფინალისტი დაუპირისპირდება.
სუპერთასი თამაშდება 2010 წლიდან. გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია ბორისოვის „ბატე“, რომელმაც 7-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „დინამო ბრესტი“.