ბეპუ
იერსახე
ბეპუ, (იაპ. 別府市, Beppu-shi) ქალაქი იაპონიაში (ოიტის პრეფექტურა), კუნძულ კიუსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბეპუს ყურის ნაპირზე. 135 ათ. მცხოვრებით. რკინიგზის სადგური; მსუბუქი და ქიმიური მრეწველობის საწარმოები. ბეპუ ცნობილი კურორტია. ცხელი მინერალური წყაროები. ბალნეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 311.
|