შინაარსზე გადასვლა

ბოლივიის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლივიის მოსახლეობის პირამიდა
ბოლივიის მოსახლეობის რაოდენობა წლების მიხედვით (ათასებში)
ბოლივიის ადგილობრივი მოსახლეობა

ბოლივიის მოსახლეობა საკმაოდ მრავალეროვნულია. აქ წარმოდგენილია განსხვავაბული ეთნიკური წარსულის მქონე ხალხები. ბოლივია სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

ქვეყნის დაბლობში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე ერთ ადამიანზე ნაკლებია, ხოლო ქვეყნის მთიანეთში, ცნეტრალურ ნაწილში ეს მაჩვენებელი ათ ადამიანს აღწევს.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა. ასევე არიან პროტესტანტებიც. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი კვლავ ტრადიციულ, კოლუმბამდელ წარმართულ რელიგიებს მისდევს.მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის, ესპანური მშობლიური ენაა.

ბოლივიის ტერიტორიაზე მოსახლე ადგილობრივ ინდიელებს წარმოადგენენ სამი დიდი ჯგუფი: კეჩუა, აიმარა და გუარანი.თეთრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანური, ასევე ბასკური წარმოშობისაა. ასევე არიან გერმანელები, ხორვატები, იაპონელები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

2006 წლის მონაცემებით, ბოლივიის მოსახლეობის ზრდის წლიური მაჩვენებელი 1,45 %-ს შეადგენს. ამავე დროს, ხდება ბოლივიელების ემიგრაცია ბრაზილიაში, ჩილესა და არგენტინაში, ევროპის მიმართულებით - გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკასა და აშშ-ში.

ასაკობრივი სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 0-14 წლის: 35%
  • 15-64 წლის: 60.4%
  • 65 და მეტი წლის: 4.6%

შობადობის მაჩვენებელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 23.3 დაბადებული ყოველ 1,000 ადამიანზე(2006 წ.)

მოკვდავობის მაჩვენებელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 7.53 გარდაცვლილი ყოველ 1,000 ადამიანზე(2006 წ.)

-1.22 მიგრანტი ყოველ 1,000 ადამიანზე (2006 წ.)

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მთლიანი მოსახლეობისთვის: 65.84 წელი
    • კაცები: 63.21 წელი
    • ქალები: 68.61 წელი(2006 წ.)
  • ინდიელები 55% (კეჩუა 30%; აიმარა 25%)
  • მეტისები 30%
  • თეთრები 15%
  • სხვა 1%

ბოლივიის ოფიციალური ენებია: ესპანური, კეჩუა, აიმარა და გუარანი. ასევე გავრცელებულია 33 სხვა ადგილობრივი ენა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]