შინაარსზე გადასვლა

ბრაზილიური ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიური ხე

ბრაზილიური ხე, პერნამბუკის ხე (ლათ. Caesalpinia echinata) — ხე ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. აქვს ქაცებით დაფარული ღერო და ტოტები, ორმაგფრთისებრი ფოთლები , წვრილი და სურნელოვანი ყვავილები. ველურად იზრდება ბრაზილიაში.

მის მაგარ და წითელ მერქანს (ე. წ. წითელი ხე) იყენებენ ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად, სახარატო საქმეში, აგრეთვე საღებავის — ბრაზილინის (ბრაზილეინის მისაღბად).