ბუიეს ბრძოლა, პუატიეს ბრძოლა — ბრძოლა ვესტგუთებსა და ფრანკებს შორის. მიმდინარეობდა 507 წელს, ვესტგუთების ტერიტორიის ჩრდილოეთი მარკის ტერიტორიაზე, პუატიესთან ახლოს. ფრანკებს მეთაურობდა ხლოდვიგ I, ხოლო ვესტგუთებს ალარიხ II, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა.