ბჰასკარაჩარია
იერსახე
ბჰასკარაჩარია (იგივე, ბჰასკარა II (114-1185 წწ,) — XII საუკუნის უდიდესი ინდოელი მოაზროვნე, მათემატიკოსი და ასტრონომი. სახელი ბჰასკარაჩარია მას უწოდეს ანალოგიური სახელის მქონე ბჰასკარასაგან (600-680 წწ.) განსასხვავებლად. ისიც ასევე, იყო დიდი მათემატიკოსი და ასტრონომი, შესაბამისად მას მოიხსენიებდნენ, როგორც ბჰასკარა I-ს.
მან დააარსა და ხელმძღვანელობდა უჯაინის ობსერვატორიას.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბჰასკარაცარიას კალამს ეკუთვნის
- ტრაქტატი „სიდჰარტა-შირომანი“, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგება, იგივე „სწავლების გვირგვინი“.
- „ლილავატი“, რომელიც მოიცავს მათემატიკის მეცნიერებას. ის აზიის მრავალ ქვეყანაში მიიჩნეოდა სამაგალითო სახელმძღვანელოდ გამოთვლების ტექნიკაში მრავალი საუკუნის მანძილზე.
- „ბიჯდაჰანიტა,“ რომელიც მოიცავს ალგებრას.
- „გრანდჰაგანიტა“, რომელიც მოიცავს ასტრონომიას. კერძოდ, პლანეტების მოძრაობის თეორიას.
ბჰასკარაჩარია ითვლება მუდმივი ძრავის პროექტის შექმნის ერთ-ერთ უძველეს და პირველ ავტორად. ის წერდა ლექსებსაც. მისის ლექსები თარიღდება 1150 წლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bhaskara II, Siddhanta-siromani, English transl. by B. Sastri and L. Wilkinson. Calcutta, 1861.