განხილვა:მთაწმინდის პანთეონი
ამათ ამოღებას, თუ აღარ არის მათი საფლავები საინტერესო იქნებოდა თარიღის მითითება და სად გადაასვენეს. მიკერძოებულად ყველაფრის კეთება არ შეიძლება. ძალიან დასანანია, რომ საბჭოურად აკეთებთ ყველაფერს, ბატონო ლევზურ (ანონიმურად, თუ რეგისტრაცია გავიწყდებათ :)))). ზუსტად იმ დროს წერდნენ ყველაფერს მიკერძოებულად (რაც და როგორც აწყობდათ) და ამჟამად თქვენ აგრძელებთ. მაგრამ საბჭოთა დრო მოკვდა და მასთან ერთად მისი სტილიც.
- სილიბისტრო თოდრია
- ფილიპე მახარაძე
- მიხეილ (მიხა) ცხაკაია
- ე.გელაძე-ჯუღაშვილისა ( ი.ბ.სტალინის დედა) და სხვები. --ცანგალა (გ) 09:22, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)
- მიკერძოებული ვინ არის, სავსებით ნათელია! თოდრია, მახარაძე და ცხაკაია დიდი ხანია (და სავსებით სამართლიანად) მოაცილეს მთაწმინდის პანთეონიდან!!! ამის არცოდნა არცოდვა არ გახლავთ! მალე ამ ნაგავ სამეულს მიყვება ყველაზე დიდი ნაგვის მშობელი კეკეც! ყოფილი მომხმარებელი ლევზურ.
- ჩემო გიგა! სასაცილოა თქვენი საქციელი, სატირალი რომ არ იყოს! გულით მებრალებით! "მიუკერძოებელს" თამაშობთ, რეალურად კი, თქვენისთანა არარაობას "კვლევითი საქმიანობის" და, მით უმეტეს, - ენციკლოპედიური საქმიანობის არანაირი მორალური და ზნეობრივი უფლება არ აქვს! საცოდავი და უბადრუკია თქვენი ყველა არგუმენტი, ყმაწვილო! თქვენი ერთადერთი არგუმენტი ცინიზმი და უტიფრობაა, რასაც ასე უხვად აფრქვევთ. საუბედუროდ, თქვენისთანა არარაობებს დათვურ სამსახურს უწევს ის ყოვლად ოდიოზური "წესები", რომლებიც დამკვიდრებულია ე.წ. ვიკიპედიაში. "ვანდალიზმი" სწორედ ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ, ძვირფასო ვიკიპედიელებო! ლევზურ.
ბატონო, მომხმარებელო ლევზურ, ამიხსენით, რა გინდათ? არსად არ იყოს მითითებული, რომ ეს რამდენიმე ადამიანი მთაწმინდის პანეონში ოდესღაც ესვენა? თუ რას ცდილობთ თქვენი საქციელით მაინც ვერ მიგივხვდით? რატომ არ უნდა იყოს მათი გვარები მითითებული? თუ არ ესვენნენ საერთოდ, და ეს უბრალოდ ვიღაცამ მოიგონა? თუ ეს ფაქტი ახლა გამოაშკარავდა, მაშინ მიუთითეთ ლიტერატურა სადაც წერია და ამ პუნქტის ამოღების საკითხი დავსვათ. ჩემი ნათესავები კი არ იყვნენ :) --გიგა 15:39, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
მომხმარებელი განხილვა:ლევზურ-დან "აღარავითარი სურვილი არ მაქვს ამ მარაზმში მონაწილეობისა. გთხოვთ, გააუქმოთ ჩემი რეკვიზიტები. კარგად ბრძანდებოდეთ!" ლევზურ 01:20, 22 ოქტომბერი 2007 - ცანგალა (გ) 19:07, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
ისტორია
[წყაროს რედაქტირება]ამ მასალის როგორმე სტატიაში ინტეგრირება შეიძლება:
მე-19 საუკუნის 90 წლებში, ქართულმა საზოგადოებამ პანთეონის დაარსება გადაწყვიტა. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრები მის აშენებას, თავდაპირველად, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის შემოგარენში აპირებდნენ. მაგრამ არსებობდა მეორე იდეაც, რაც პანთეონის დაარსებას მთაწმინდაზე ითვალისწინებდა.
1892 წელს, საქართველოში, 47 წლის შემდეგ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი გადმოასვენეს. ის დიდუბეში დაკრძალეს და ასე ჩაეყარა საფუძველი დიდუბის პანთეონს. მას შემდეგ დაიწყო დიდუბის ეკლესიის სასაფლაოზე გამოჩენილ მწერალთა და მოღვაწეთა გადმოსვენება-დაკრძალვა. პარალელურად, გროვდებოდა შეწირულობები შენობის ასაგებად. პანთეონის შენობა ტაძარში უძველესი კლასიკური ტრადიციების გათვალისწინებით უნდა აგებულიყო."პანთეონი" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ყველა ღმერთის ტაძარს, მათი თავშეყრის ადგილს, თანამედროვე გაგებით კი - ამა თუ იმ ერის ღვთაებათა ერთობლიობას, მათ სამუდამო განსასვენებელ ადგილს. ტაძრებშია მოთავსებული რომის, ლონდონისა და პარიზის უძველესი პანთეონები.
1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურის გზაზე, 70 წლის ილია ჭავჭავაძე მოკლეს. მისი ნეშტი მამადავითის მიწას მიებარა, რითაც სათავე დაედო ცნობილი მწერლებისა და მოღვაწეების მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდუბის ეკლესიაში მაინც მიმდინარეობდა პანთეონის მოსაწყობი სამზადისი. სხვადასხვა სასაფლაოებიდან აქ გადმოასვენეს: პლატონ იოსელიანის, ეკატერინე გაბაშვილის, ნიკო ხიზანიშვილის, დუტუ მეგრელის, იეთიმ გურჯის, ანასტასია ერისთავის, უიარაღოს, სიმონ ხუნდაძის და სხვათა ნეშტები.
"წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც დიდუბის პანთეონის შენობის აგებას ითვალისწინებდა, მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკის პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც გადაეგზავნა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას, რათა მასში ეროვნული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ელემენტები გაეთვალისწინებინათ.
1915 წლის 16 იანვარს სოფელ სხვიტორში გარდაიცვალა 75 წლის აკაკი წერეთელი. ქართულმა საზოგადოებამ უყოყმანოდ გადაწყვიტა, რომ პოეტი მთაწმინდაზე დაეკრძალათ.
იმავე წლის 27 ივლისს, ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში, სადაც მაშინ სამხედრო ჰოსპიტალი იყო, 54 წლის ასაკში ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. ვაჟას სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გადაიხადეს და 2 აგვისტოს, დიდუბის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამ დროისათვის, საქართველოში უკვე ორი პანთეონი არსებობდა. ხოლო რაც შეეხება დიდუბის პანთეონის ტაძარ-შენობის აგებას - პირველი მსოფლიო ომის გამო, ქვეყანა აირია და ე.წ. სოციალსტური რევოლუცია მოხდა. ამიტომაც, ეს საქმე განუხორციებელი დარჩა. ხელისუფლების სათავეში მოსულ მენშევიკ სოციალ-დემოკრატებს პანთეონის მოწყობის არც დრო ჰქონდათ და არც სურვილი; ხოლო მოგვიანწბით მენშევიკები ბოლშევიკებმა შეცვალეს.
1929 წელს, ბოლშევიკებმა აღნიშნეს ალექსანდრე გრიბოედობვის გარდაცვალების 100 წლისთავი. შეაკეთეს მამადავითთან მისასვლელი გზა, ჩამოაყალიბეს კომისია, რომელსაც დაევალა, მამადავითის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებული საფლავების გადასინჯვა და პანთეონში დასატოვებელი საფლავების ნუსხის დადგენა. იქვე, ახლოს მდებარე ბერ-მონაზვნების საცხოვრებელ შენობაში მოაწყვეს გრიბოედოვის მემორიალური მუზეუმი, რომელსაც მოგვიანებით შეემატა: მირზა ფათალი ახუნდოვის, გაბრიელ სუნდუკიანის, ოვანეს თუმანიანის, მირზა შაფისა და სხვათა ავტოგრაფები და პორტრეტები. ამ წელს, მამადავითის ეკლესიის შემოგარენი ოფიციალურად გამოაცხადეს საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. 1935 წელს, თბილისის საქალაქო საბჭოს დადგენილებით, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილის და ვაჟა-ფშაველას ნეშტები. ამავე წელს შეიქმნა პანთეონის მოვლა-პატრონობის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, სერგი დანელია და სარგის კაკაბაძე.
1936 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, პანთეონში დაკრძალეს ძველი ბოლშევიკი, პროფესიონალი რევოლუციონერი, პროფესიით ასოთამწყობი, არალეგალური სტამბის მოწყობის სპეციალისტი, სილიბისტრო თოდრია, რომელიც გარკვეულ პერიოდში, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც იყო. მოგვიანებით იქვე დაიკრძალა მიხა ცხაკაია - ამჯერად, უკვე საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგენილებით. ცხაკაია იყო ქართველთა შორის ერთ-ერთი პირველი მარქსისტი. 1905 წელს, მან გახსნა რუსეთის სიციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მესამე ყრილობა და ლენინს მოხსენებისთვის სიტყვა მისცა. სქართველოში ბოლშევიკური წყობილების დამყარების შემდეგ, მიხა ცხაკაია იყო საქართველოს და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. მისი სახელი სიცოცხლეშივე მიენიჭა მის მშობლიურ სენაკს. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდშივე, აქ დაკრძალეს ფილიპე მახარაძეც, თუმცა საბჭოთა სისტემის ნგრევის ბოლოს, ისინი მთაწმინდიდან გადაასვენეს: ფილიპე მახარაძე - ვაკის სასაფლაოზე, სილიბისტრო თოდრია და მიხა ცხაკაია - კუკიაზე.
1989 წლის 21 ოქტომბერს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, ხოლო მოგვიანებით, 2007 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ნეშტი გროზნოდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონს მიაბარეს.
რომელიღაც ფორუმზე ვიპოვე --გიგა პასუხი 15:07, 28 თებერვალი 2008 (UTC)
- pirdapir sheitane istoriashi da iqve gavcmindavt. a.
ვისაც ამ სტატიის რედაქტირების უფლება აქვს შეუძლია დაამატოს, რომ წელს პანთეონზე დაკრძალეს ანა კალადნაძე
უშანგი ჩხეიძის გარდა არ არის შეტანილი – ვახტანგ ჭაბუკიანი.--46.49.33.226 19:28, 16 ოქტომბერი 2011 (UTC), ვერიკო ? --46.49.33.226 19:44, 16 ოქტომბერი 2011 (UTC), სოლომონ დოდაშვილი?--46.49.33.226 20:11, 16 ოქტომბერი 2011 (UTC) ერთი შემოვლა მთაწმინდაზე ვიკიპედიელებისაგან ალბათ აუცილებელია...--46.49.33.226 20:11, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)
ნოდარ დუმბაძე
[წყაროს რედაქტირება]ნოდარ დუმბაძე სად ჩავამატოთ?:) --გიგა პასუხი 13:16, 14 სექტემბერი 2009 (UTC)
- ბოლოში ხომ აქვს მიწერილი ზვიად გამსახურდია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ესენი ხომ გადმოსვენებულები არიან... ალბათ მანდ. — დათო პასუხი 13:19, 14 სექტემბერი 2009 (UTC)
გაკეთდა--გიგა პასუხი 23:09, 14 სექტემბერი 2009 (UTC)
ოთარ ჭილაძეც მგონი მთაწმინდაზე დაასაფლავეს. არა?--გოტა (პასუხი) 11:48, 4 ნოემბერი 2009 (UTC)
და ნოდარ დუმბაძეზე მწერლებში არ უნდა გადავიტანთ? და როგორც ყველას ფრჩხილებში მივუთითოთ რო გადმოასვენეს... --გოტა (პასუხი) 11:51, 4 ნოემბერი 2009 (UTC)
სათაური
[წყაროს რედაქტირება]ამის სათაური "მთაწმინდის პანთეონი" რომ იყოს არ ჯობია? - ალ-ო @ 13:11, 4 ნოემბერი 2009 (UTC)
- კი, ნამდვილად --ბრუტ (გ) 13:16, 4 ნოემბერი 2009 (UTC)
- Naturally. --იორგი(საუბარი) 13:52, 4 ნოემბერი 2009 (UTC)
გაკეთდა – ჯაბა ლაბა 19:27, 17 მაისი 2011 (UTCანგი)
უშანგი ჩხეიძეა გამორჩენილი, დიდუბის პანთეონიდან გადმოასვენეს,წელი არ მახსოვს, ვნახავ !--46.49.33.226 18:50, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)თეიმურაზი. ვიკიპედიაშიც არ ეწერა უშანგი ჩხეიძეზე... --46.49.33.226 18:56, 16 ოქტომბერი 2011 (UTC) უშანგი ჩხეიძე – 1999 წელს გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან.--46.49.33.226 19:04, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)
ვახტანგ ჭაბუკიანი – 1992 წელს დაიკრძალა,ჩამონათვალში არ არის, საფლავის ფოტო არის. (ბოდიში, რომ სათაურის გრაფაში ჩავწერე...) შეიძლება კიდევაა ვინმე გამორჩენილი ! უხერხულია...--46.49.33.226 19:37, 16 ოქტომბერი 2011 (UTC) სოლომონ დოდაშვილი?--46.49.33.226 20:12, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)
ვერიკო ანჯაფარიძე?--46.49.33.226 19:42, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)
ვერიკო ანჯაფარიძე მთაწმინდაზეა. უშანგი ჩხეიძე სად გადაასვენეს?-ცანგალა (გ) 19:47, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)შემეშალა მე მეგონა დიდუბის პანთეონის გვერდი იყო.ცანგალა (გ) 19:49, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)