განხილვა:ძველი თბილისი
არაფერი მაქვს წინააღმდეგი აივაზოვზსკის, ნამდვილად კარგი ოსტატი იყო, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი ჩანახატით სტატიის დასურათება, როდესაც უამრავი ფოტო მასალაა ძველ თბილისზე ინტერნეტში განთავსებული? --Zolokin განხილვაწვლილი 21:14, 25 ივლისი 2010 (UTC)
Untitled
[წყაროს რედაქტირება]- მიზანშეწონილობა რა მხრივ? ან მოგწონთ ასე გაფორმებული, ან - ფოტოებით გაფორმებული (ალბათ ამ მხრივ იგულისხმეთ). თუ გნებავთ ჩაანაცვლეთ სურვილისამებრ. არა მგონია ეს ღირდეს განხილვად, თუ ვინმეს შენიშვნა ექნება - დაწერს კიდეც. R. 07:43, 26 ივლისი 2010 (UTC)
ნუ მიიღებთ ასე მტკივნეულად. მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ მიზანშეწონილია სტატია ძველი თბილისის საილუსტრაციო მასალად გამოვიყენოთ დოკუმენტური ფოტოები (მადლობა ღმერთს გვაქვს უამრაფი შესანიშნავი ფოტო) და არა მხატვრის მიერ შესრულებული სურათი, აივაზოვსკის იქნება ეს, ახვლედიანის თუ ვინმე სხვისა. როდესაც ხელთ გვაქვს დოკუმენტური მასალა, პირველ რიგში, სწორედ ის უნდა გამოვიყენოთ (http://www.google.com/images?q=%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&rls=com.microsoft:en-us:IE-SearchBox&oe=UTF-8&rlz=1I7GGLL_en&um=1&ie=UTF-8&source=univ&ei=4E9NTNrpN5GaOOKxwJYD&sa=X&oi=image_result_group&ct=title&resnum=1&ved=0CCIQsAQwAA&biw=1007&bih=502). თუ მაინცადამაინც ძველი თბილისის ფერწერული სურათის მოთავსება გადაწყვიტეთ, მაშინ დაასაბუთეთ, რატომ მაინცადამაინც აივაზოვსკი? ამაზე გაცილებით უკეთესი ნამუშევრებიც არსებობს ძველი თბილისი თემატიკაზე, თუნდაც ქართველი მხატვრებისა (თუნდაც ფიროსმანისა, სხვა რომელი ერთი ჩამოვთვალო?). განხილვად ყველაფერი ღირს, ეს გვერდიც ამიტომ არსებობს, რომ თუ ვინმეს თავისი აზრი გაუჩნდა სტატიის გარშემო თემა შემოიტანოს განსახილველად. ჩანაცვლებას რაც შეეხება, ეს გვერდი თქვენ შექმენით სულ რამდენიმე დღის წინ და, ბუნებრივია, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვასაც გააგრძელებთ, ამიტომ ჩავთვალე, რომ უმჯობესია თქვენვე იზრუნოთ სტატიის საილუსტრაციო მასალის გაუმჯობესება–გამდიდრებაზე. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 09:11, 26 ივლისი 2010 (UTC)
- გავეცანი დისკუსიას... აღშფოთებული ვარ. ცანგალა (გ) 09:31, 26 ივლისი 2010 (UTC)
ნაღდი ევროპული კომენტარია.....— ჯაბა ლაბაძე (გ) 12:00, 26 ივლისი 2010 (UTC)
- გაკეთდა. ყველაა კმაყოფილი?--გიორგი, 12:15, 26 ივლისი 2010 (UTC)
ჩვენ რა ევროპელები არ ვართ?
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“
|
ზურაბ ჟვანიას სიტყვიდან ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქ. სტრასბურგში; გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“. - 1999. - 29 იანვარი. - N24 (3065). - 1,2 გვ.--ცანგალა (გ) 12:22, 26 ივლისი 2010 (UTC)
გიორგი, რატომ წაიშალა კომენტარი, მგონი ყავახანაში გადაწყდა წესის შემოტანა და მანამდე კომენტარის წაშლებზე მორატორიუმი გვაქვს! გთხოვ დააბრუნო ყველაფერი! რაც შეეხება მომხმარებელი Zolokin-ის კომენტარს: ცოტა გაუგებარია, რატომ ართულებთ საკითხს?! მარტივია: ან მოგწონთ ასე გაფორმებული, ან - ისე. რა საჭირო იყო იმის დაწერა, რაც დაწერეთ, ვერ ვხვდები?! ან რატომ უნდა დავასაბუთო აივაზოვსკის უპირატესობა, როცა არაერთაზროვნად დავწერე: შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ-მეთქი. შეიტანეთ ცვლილება თამამად (ვიკიპედია:იყავით გაბედული), თუ ვინმეს არ მოეწონება, განხილვაც შემდეგ იქნება. — Rastrelli F 15:01, 26 ივლისი 2010 (UTC) 20:00, 26 ივლისი 2010 (UTC)
- ამ პრეცენდენტის და შემდგომ ყავახანაში მიღებული გადაწყვეტილებისამებრ, განხილვა სრულად აღვადგინე. გთხოვთ თავი შეიკავოთ განხილვების წაშლებისგან, სანამ არ იქნება გადმოტანილი შესაბამისი წესი! მადლობა თანამშრომლობისთვის. — Rastrelli F 07:07, 27 ივლისი 2010 (UTC)