გენერლების პუტჩი — ალჟირში მდებარე ფრანგული ჯარის ნაწილების აჯანყება პრეზიდენტდე გოლის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ალჟირისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. აჯანყება მიმდინარეობდა 1961 წლის 21 აპრილიდან26 აპრილამდე. პუტჩისტებმა სათანადოდ ვერ შესძლეს საკუთარი ქმედებების კოორდინაცია. გენერლების პუტჩი მარცხით დამთავრდა, ხოლო მათი ლიდერები დააპატიმრეს.