გვაზავაისძენი
იერსახე
გვაზავაისძენი — XI საუკუნის I ნახევრის ქართველი ოქრომჭედლები. ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ზემო სვანეთში. მათი შესრულებული ხატები ქართული ოქრომჭედლობის მნიშვნელოვანი ძეგლებია.
ასანი — მისი ნამუშევარია წმინდა გიორგის ორი მოოქრული ვერცხლის ხატი, რომლებიც ინახება სოფელ ნაკიფარში, იფარის თემში. მათში მკაფიოდ ჩანს XI საუკუნის დასაწყისის ქართული ჭედური ხელოვნების ძირითადი ტენდენცია პლასტიკურ-მოცულობითი ამოცანების წინ წამოწევა.
თევდორე — მან მოჭედა იელის მაცხოვრის ეკლესიისთვის მაცხოვრის ვერცხლის ხატი, რომელიც ამჟამად დაცულია მესტიის მუზეუმში.
გიორგი — მისი ნახელავია სოფელ ლანჩვანის ეკლესიისათვის დამზადებული მაცხოვრის ვერცხლის ხატი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საყვარელიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
- საყვარელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 131.
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბილისი, 1967