შინაარსზე გადასვლა

გიგანტების გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგანტების გზა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°14′27″ ჩ. გ. 6°30′42″ დ. გ. / 55.24083° ჩ. გ. 6.51167° დ. გ. / 55.24083; -6.51167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 369
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 369
ინგლ.რუს.ფრ.

გიგანტების გზა (ირლ. Clochán an Aifir)[1] — ტერიტორია, რომელიც მოიცავს უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტს. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბუშმილსიდან 4,8 კმ-ის მოშორებით. 1986 წელს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, 1987 წელს კი ეროვნულ ბუნებრივ ნაკრძალად გამოცხადდა. სვეტების წვერები ნაფეხურებს წააგავს, რომლებიც ფრიალო კლდეების კალთებიდან ზღვაში უჩინარდებიან. სვეტების უმრავლესობა ექვსკუთხაა, თუმცა ზოგიერთს ოთხი, ხუთი, შვიდი და რვა კუთხეც გააჩნია. უმაღლესი სვეტები 12 მეტრია, ხოლო კლდეების გაქვავებული ლავის სისქე 28 მ.

ვულკანური სვეტები დაახლოებით 50-60 მლნ წლის წინ, პალეოგენის პერიოდში წარმოიქმნა.[2]

დღეისათვის, გიგანტების გზა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ლეგენდის თანახმად, ფინ მაკქულმა ხიდი იმისთვის გადო, რომ ირლანდიიდან შოტლანდიაში გადასულიყო და იქაურ გოლიათს, ბენანდონერს შებრძოლებოდა. არსებობს ამ ლეგენდის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ შინაარსი თითქმის ერთნაირია: ვეებერთელა ბენანდონერის დასამარცხებლად ფინმა ეშმაკური ოინი მოიფიქრა და თავის ცოლს, უნას სთხოვა დამხარება. როცა ბენანდონერი „გოლიათების ხიდით“ ირლანდიაში გადმოვიდა, უნა საბანში გახვეულ „მძინარე ბავშვთან“ ფინთან ერთად დახვდა და შოტლანდიელ გოლიათს უთხრა, დაიცადე, ჩემი ქმარი ჯერ შინ არ დაბრუნებულაო. ამის გაგონებამ ბენანდონერი დააფრთხო, ამხელა ბავშვის მამა ალბათ მართლაც ბუმბერაზი იქნებაო. შეშინებული თავის გადასარჩენად შოტლანდიაში გაიქცა და თან ხიდიც დაანგრია.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Placenames Database of Ireland
  2. Giant's Causeway and Causeway Coast. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2009-06-21.
  3. მსოფლიოს საოცრებები, გვ. 100, თბ., 2013, 2014.