შინაარსზე გადასვლა

გიორგი მაკაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მაკაროვი

გიორგი მაკაროვი კ/ფ „წითელი ეშმაკუნები“
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1894
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1966 (72 წლის)
თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი

გიორგი მაკაროვი (დ. 20 თებერვალი, 1894, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1966, იქვე) — საბჭოთა რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი.

დაიბადა 1894 წლის 20 თებერვალს თბილისში. სწავლობდა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში (მოსკოვი). 1913 წლიდან — მსახიობი და რეჟისორის დამხმარე ნ. ლებედევის რუსულ დრამატულ დასში (მოსკოვი). 1915-1916წწ. — მსახიობი ა. ხანჟონკოვის კინოატელიეში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იყო „წითელი ჯვრის“ საკვები პუნქტების ხელმძღვანელი.

1919 წლიდან ერთ-ერთი მონაწილეა კომისიის, რომელიც ორგანიზებას უწევდა კინოწარმოებას საქართველოში.

1921 წლიდან — საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექციის (შემდგომში „ქართული ფილმი“) რეჟისორი, პედაგოგი. 1928 წლიდან დაიწყო დამოუკიდებელი სარეჟისორო მოღვაწეობა.

გარდაიცვალა 1966 წლის 21 ოქტომბერს თბილისში.

დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1928 „ქალი ბაზრობიდან“
  • 1929 „ჩქარი №2“
  • 1930 „გაყრა“
  • 1930 „აფხაზეთი“ (დოკუმენტური)
  • 1931 „იყავ მზად“ (მოკლემეტრაჟანი)
  • 1934 „ნახვამდის“
  • 1928 ქალი ბაზრობიდან

განსახიერებული როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]