შინაარსზე გადასვლა

გო-კასივაბარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმპერატორი გო-კასივაბარა (იაპონ. 後柏原天皇) (დ. 19 ნოემბერი, 1464 — გ. 19 მაისი, 1526) — იაპონიის 104-ე იმპერატორი 1500 წლის 16 ნოემბრიდან სიკვდილამდე. მისი პირადი სახელი იყო კაცუჰიტო (勝仁). მისი მმართველობის პერიოდში ასიკაგას სიოგუნატის იმპერიული გავლენის სფერო პიკს აღწევს.

იმპერატორ გო-ცუტიმიკადოს პირველი ვაჟი, დედამისი ნივატა ასაკო (庭田朝子), ნივატა ნაგაკატას (庭田長賢) ქალიშვილი იყო.

  • მეუღლე: კაძიუძი (ფუძივარა) ფუძიკო (勧修寺藤子)
    • პირველი ქალიშვილი: პრინცესა კაკუჩინი (覚鎮女王)
    • მეორე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ტომოჰიტო (知仁親王) (იმპერატორი გო-ნარა)
    • მეხუთე ვაჟი: საიმპერიო პრინცი კიიოჰიკო (清彦親王)
  • მეუღლე: ნივატა მოტოკო (庭田源子)
    • მესამე ვაჟი: პრინცი კაკუდო (覚道法親王) (ბუდისტი მოძღვარი)
    • მეორე ქალიშვილი: პრინცესა კაკუნე (覚音女王)
    • მეექვსე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ჰიროცუნე (寛恒親王)
  • ხელისმოსამსახურე: ტაკაკურა კეიკო (高倉継子)
    • მეოთხე ვაჟი: მიტიიოში (道喜)

მმართველობის წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1500 წელს მამამისის, იმპერატორი გო-ცუტიმიკადოს, გარდაცვალების შემდეგ კურთხეულ იქნა იმპერიის მმართველად. თუმცა, ონინის ომის სავალალო შედეგების გამო, საიმპერატორო ოჯახი იმდენად ხელმოკლედ იყო, რომ ფორმალური კორონაციის ცერემონიის ჩატარება ვერ მოხერხდა. 1521 წლის მე-3 თვის 22-ე დღეს ვასალი თავადების ჯოგანჯი და მურომაჩის ბაკუფუს მიერ გაწეული წვლილით იმპერატორმა საბოლოოდ შეძლო ამ ცერემონიის ჩატარება.