შინაარსზე გადასვლა

გრიგორიანული რეფორმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ VII

გრიგორიანული რეფორმა — ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული აღნიშვნა კათოლიკური ეკლესიის მოძრაობისა რეფორმებისთვის, რომლებიც განხორციელდა XI საუკუნის მიწირულსა და XII საუკუნის დასაწყისში.

ამ რეფორმებმა სახელწოდება მიიღო რომის პაპის, გრიგოლ VII-ის სახელიდან, რომელმაც 1075 წელს გამოსცა თავისი ენციკლიკა პაპის დიქტატი, რომელმაც ბიძგი და მიმართულება მისცა კათოლიციზმში სულიერი განახლების ამ მოძრაობას. გრიგორიანული რეფორმის გატარებისას ძირითად პრობლემებს, რომელთა გარშემოც მიმდინარეობდა ბრძოლა, წარმოადგენდა ისეთი საკითხები, როგორიცაა სიმონია, ცელიბატი და ბრძოლა ინვესტიტურისთვის, ვინაიდან იმ დროს ეპისკოპოსების დანიშვნა საერო ძალაუფლების ხელში იყო. მას შემდეგ, რაც XII საუკუნის დასაწყისში ინვესტიტურისთვის ბრძოლა დასრულდა ეკლესიის გამარჯვებით და პაპის პოზიციის გამტკიცებით, რეფორმაციულმა მოძრაობამ ნელ-ნელა დაკარგა თავისი დინამიურობა.

საფრანგეთში რეფორმებისთვის მოძრაობის უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი იყო კლუნის ბურგუნდიული სააბატო, ხოლო გერმანიაში — ჰირზაუს სააბატო.

  • Johannes Laudage: Gregorianische Reform und Investiturstreit (= Erträge der Forschung, Bd. 282). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1993, ISBN 3-534-08566-3.