შინაარსზე გადასვლა

გროსგლოკნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გროსგლოკნერი
გროსგლოკნერი
გროსგლოკნერი
კოორდინატები: 47°04′29″ ჩ. გ. 12°41′42″ ა. გ. / 47.0748667° ჩ. გ. 12.695250° ა. გ. / 47.0748667; 12.695250
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
სიმაღლე 3798 
შეფარდებითი სიმაღლე 2423 
ქედი მაღალი ტაუერნი
პირველი ასვლა სეპ და მარტინ კლოტცები, მარტინ რეიჩერი და ორი სხვა (1800 წლის 28 ივლისი)
გროსგლოკნერი — ავსტრია
გროსგლოკნერი

გროსგლოკნერი (გერმ. Großglockner; სლოვენ. Veliki Klek) — მწვერვალი ავსტრიაში. ზღვის დონიდან 3798 მეტრის სიმაღლით ის არის უმაღლესი მწვერვალი ავსტრიაში და ასევე ბრენერის უღელტეხილის აღმოსავლეთით მდებარე ალპებშიც.

გროსგლოკნერის მაღალმთიანი გზა (Großglockner-Hochalpenstraße) ბრუკსა და ხაილიგენბლუტს შორის 1930-1935 წლებში ინჟინერ ფრანც ვალაკის ნახაზების მიხედვით აშენდა. ის გადის 2572 მეტრის სიმაღლეზე და წარმოადგენს ტურისტულ მარშრუტს, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

გროსგლოკნერი ორჯერ იყო მამაკაცების ჯირო-დ-იტალიას ეტაპის მონაწილე. 1971 წელს იყო მე-17 ეტაპი, რომელიც პიერფრანკო ვიალენიმ მოიგო, ხოლო 2011 წელს იყო მე-13 ეტაპი, რომელიც ხოსე რუხანომ მოიგო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირტუალური პანორამები: