გულიანი
სოფელი | |
---|---|
გულიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩოჩხათი |
კოორდინატები | 42°01′16″ ჩ. გ. 41°55′27″ ა. გ. / 42.02111111° ჩ. გ. 41.92416694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა | 397[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გულიანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი).
მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მთა გულიანის ძირას, მდინარე შუთის (სუფსის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 17 კმ. საავტომობილო გზით უკავშირდება ლანჩხუთს, ოზურგეთსა და სუფსას. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს გულიანის მთიდან, რომელსაც გულის ფორმის გამო შეერქვა ეს სახელი. ამავე მთაზე იდგა ციხე. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 938 | ||
1911[3] | 1101 | ||
2002 | 545 | ||
2014 | 397 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 301.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|