დასავლეთი ბესკიდები
იერსახე
დასავლეთი ბესკიდები | |
---|---|
დასავლეთი ბესკიდები | |
კოორდინატები: 49°32′45″ ჩ. გ. 18°26′51″ ა. გ. / 49.54583° ჩ. გ. 18.44750° ა. გ. | |
ქვეყანა | პოლონეთი სლოვაკეთი ჩეხეთი |
უმაღლესი წერტილი | ბაბია-გურა |
სიმაღლე | 1725 მ |
სიგრძე | 250 კმ |
დასავლეთი ბესკიდები (ჩეხ. Západní Beskydy; სლოვაკ. Západné Beskydy; პოლ. Beskidy Zachodnie) — საშუალომთიანი მთათა მასივები და ქედების განცალკევებული ჯგუფი დასავლეთი კარპატების დასავლეთ ნაწილში. განფენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 1725 მ-მდე (მთა ბაბია-გურა). ძირითადად აგებულია კაინოზოური ქვიშაქვებითა და ფლიშით. მწვერვალები უმეტესწილად ბრტყელია. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია წიფლითა და ნაძვნარ-სოჭნარით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოა. ჩრდილოეთ ფერდობებზე — ნავთობის საბადოა.