შინაარსზე გადასვლა

დები რეინოლდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დები რეინოლდსი

დები რეინოლდსი 1987 წელს
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1932
ელ-პასო, ტეხასის შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 2016 (84 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
მოქალაქეობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საქმიანობა კინემატოგრაფი, მომღერალი
აქტიური 1948-2016

მერი ფრენსის „დები“ რეინოლდსი (ინგლ. Mary Frances "Debbie" Reynolds; დ. 1 აპრილი, 1932 — გ. 28 დეკემბერი, 2016) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.

მერი ფრენსის რეინოლდსი, მაკსინ (1913–1999) და რეიმონდ ფრენსის რეინოლდსის (1903–1986), სამხრეთ რკინიგზის კარპენტერის პირველი შვილი დაიბადა 1932 წლის 1 აპრილს ტეხასში, ქალაქ ელ-პასოში.[1][2] ახალგაზრდობაში ის მონაწილეობდა სკაუტურ ორგანიზაციაში, სადაც რაზმის ლიდერი იყო. 1939 წელს მისი ოჯახი გადავიდა კალიფორნიის ქალაქ ბერბანკში, სადაც მან დაიწყო სწავლა ჯონ ბოროუზის სახელობის საშუალო სკოლაში. თექვსმეტი წლის ასაკში მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში მისს ბერბანკი და ამის შემდეგ მალევე კომპანია Warner Brothers-მა შესთავაზა კონტრაქტი კინოში გადაღებების თაობაზე.

რეინოლდსი ძირითადად კომედიურ კინოებში იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მეტად ცნობილი გახდა „წვიმაში სიმღერა“, სადაც ის ასევე როგორც შესანიშნავი მოცეკვავე და მომღერალი (ნაწილობრივ) გამოვიდა[3]. 1951 წელს მისი სიმღერა „Aba Daba Honeymoon“ მოხვდა მუსიკალურ ჰიტ ჩარტებში მესამე ნომრით. შემდგომი პოპულარული სიმღერები გახდა „Tammy“, რომელიც 1957 წელს ხუთი კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს „Billboard pop charts-ში“, „A Very Special Love“ 1958 წელს და „Am I That Easy to Forget“ 1959 წელს.

მსახიობის წარმატებულ როლებს ასევე წარმოადგენს მოლი ბრაუნი იმავე სახელის მიუზიკლის „დაუმარცხებელი მოლი ბრაუნის“ ეკრანიზაციისას (1964), მისთვის ნომინაცია ოსკარის მომტანი, და ენნი „მომღერალ მონაზონში“ (1966) და ბარბარა ჰარმონი „ამერიკულად განშორებაში“ (1967).

1969 წელს რეინოლდსი საკუთარ შოუს წამყვანი გახდა, რომლის როლის გამო 1970 წელს ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“. მიუხედავად ამისა ერთ წელიწადში შოუ დაიხურა. „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაში მეორედ 1996 წელს წარადგინეს, ბეატრის ხარისონის ფილმში „დედა“ როლის შესრულებისთვის.

1999 წლიდან 2006 წლის ჩათვლით რეინოლდსი ასრულებდა ბობი ადლერის როლს, გრეისის დედა, ტელესერიალში „უილი და გრეისი“. მან ასევე ითამაშა აგატა კრომველის როლი დისნეის რიგ „ჰელოუნის ქალაქის“ ფილმში.

2006 წლის ნოემბერში დები რეინოლდსმა აიღო ჯილდო ჩეპმენის კვალიფიკაციურ უნივერსიტეტში „ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“, ხოლო 2007 წლის მაისში მას მიენიჭა ჰუმანიტარული მეცნიერების დოქტორის საპატიო პრემია ნევადას უნივერსიტეტში. 2015 წლის ნოემბერში რეინოლდს მინიჭებული აქვს აშშს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მსოფლიო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთის.

სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა „ამერიკული კინოს ოქროს საუკუნეში„ მცირე რაოდენობაში ერთ-ერთ მსახიობად, რომლებიც აგრძელებდნენ გადაღებებში მონაწილეობის მიღებას. დები რეინოლდსი რამდენჯერმეა ნახსენები ფილმში „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ — მის კონცერტს ესწრებიან მთავარი გმირები და საუნდტრეკად ისმის სიმღერა „Tammy“.

დები რენოლდსი სამჯერ იყო გათხოვილი. 1955 წელს იგი ცოლად გაყვა მომღერალ ედი ფიშერს, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი ტედი და კერი ფიშერები (19562016), რომელიც ასევე დადგა მსახიობი და ცნობილი გახდა როლი „პრინცესა ლეის“ შემდგომ ჯორჯ ლუკასის ეპიკში „ვარსკლავური ომები“. რეინოლდსი და ფიშერი გაშორდნენ 1959 წელს ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ფიშერისა და ელიზაბეთ ტეილორის რომანს.

1960 წლიდან 1973 წლის ჩათვლით რეინოლდსი მილიონერი ჰარი კარლოს ცოლი იყო, რომელსაც გაკოტრებისა და დიდი ვალების გამო გაშორდა. მისი მესამე მეუღლე რომელსაც 1984 წელს გაყვა, უძრავი ქონებით ვაჭრობის აგენტი რიჩარდ ჰამლეტია. მათ ერთობლივად შეიძინეს პატარა სასტუმრო და კაზინო ლას-ვეგასში, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ბიზნესმა ჩავრდნა დაიწყო, რამაც საქმე მათ განშორებამდე მიიყვანა და ბოლოს ამ საქმის გაკოტრებამდე[4].

რეინოლდსი ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში შვილი კერის და შვილიშვილის ბილის მეზობლად. დედასთან რთულ ურთერთობებს მიძღვნილი იყო კერის ავტობიოგრაფიული რომანი.

დები რეონილდსი გარდაიცვალა 2016 წლის 28 დეკემბერს, კერი ფიშერის გარდაცვალებიდან მეორე დღეს. მანამდე იმავე დღეს გადაიტანა ინსულტი. ცუდად გახდა, როდესაც ვაჟიშვილთან ერთად თავისი მეორე შვილის დაკრძალვისთვის ემზადებოდა[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Debbie Reynolds Biography (1932-)
  2. Genealogy.com — Ancestry of Carrie Fisher. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2016-12-29.
  3. Певческий голос главной героини фильма в основном дублировала неупомянутая в титрах американская певица Бетти Нойс.
  4. How Celebrities Go Bankrupt at legalzoom.com
  5. Брат Кэрри Фишер рассказал о последних словах их матери актрисы Дебби Рейнольдс. Lenta.ru (29 декабря 2016). ციტირების თარიღი: 2016-12-29.