შინაარსზე გადასვლა

დიდი ბაჰამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ბაჰამა
მშობ. სახელი: Grand Bahama

კუნძულის ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
დიდი ბაჰამა — ბაჰამის კუნძულები
დიდი ბაჰამა
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 26°39′ ჩ. გ. 78°19′ დ. გ. / 26.650° ჩ. გ. 78.317° დ. გ. / 26.650; -78.317
ფართობი 1 373 კმ² (2)
სიგრძე 150 კმ
სიგანე 20 კმ
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
უდიდესი ქალაქი ფრიპორტი
დემოგრაფია
მოსახლეობა 51 756[1] (2010)
სიმჭიდროვე 37,70 /კმ²

დიდი ბაჰამა (ინგლ. Grand Bahama) — ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს არქიპელაგის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კუნძულთაგან აშშ-სთან ყველაზე ახლოს მდებარე ტერიტორიას, რომელიც ფლორიდის შტატის სანაპიროდან 90 კილომეტრითაა დაცილებული. დიდი ბაჰამა ქვეყნის სიდიდით მეოთხე კუნძულია დანარჩენ 700 კუნძულსა და 2 400 კეის შორის. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია, სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი 20 კმ.

ადმინისტრაციულად კუნძული იყოფა ფრიპორტის არეალად, აღმოსავლეთ დიდი ბაჰამისა და დასავლეთ დიდი ბაჰამის რაიონებისგან.

ოქროს კლდეების პლაჟი

ესპანელებმა კუნძულს გრან-ბახამარი (Gran Bajamar — დიდი მეჩეჩი) უწოდეს, საიდანაც სავარაუდოდ წარმოსდგა შემდეგში მთლიანად კუნძულების საერთო სახელწოდება. თუმცა, კუნძულის კოლუმბამდელი მკვიდრნი — ლუკაიანის ხალხი მას ბაჰამას უწოდებდა.[2] თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, ესპანელი მესაკუთრეების მხირდან კუნძულისადმი ინტერესი დაბალი იყო მის ირგვლივ არსებული სახიფათო მარჯნის რიფების გამო. თუმცა ის ძალზედ იზიდავდა მეკობრეებს, რომლებიც გემების რიფებში შეტყუებას ცდილობდნენ. მას შემდეგ რაც ადგილობრივი ლუკაიანები დაიმონა, ესპანეთის ინტერესი კუნძულისადმი ძალიან დაბალი იყო.[3]

1670 წელს კუნძული დიდმა ბრიტანეთმა აიღო. ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეკობრეობა კვლავ ყვაოდა, თუმცა ბრიტანეთმა მისი კონტროლზე აყვანა მაინც შესძლო.

XIX საუკუნის შუა წლებისათვის კუნძულის მუდმივი მოსახლეობა მხოლოდ 200-400 ადამიანს შეადგენდა. ეკონომიკური აღმავლობა ამერიკის სამოქალაქო ომს გამოქცეულთა ხარჯზე დაიწყო.[4]

XX საუკუნის შუაში, დიდი ბაჰამის მოსახლეობა 500 ადამიანს შეადგენდა და ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული კუნძულად რჩებოდა ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში. თუმცა, კუნძულს სტაბილური შემოსავლის წყარო მაშინ გაუჩნდა, როდესაც 1955 წელს ბაჰამის მთავრობასთან ერთად ამერიკელმა ფინანსისტმა უელეის გროუვზმა ქალაქ ფრიპორტის მშენებლობა დაიწყო ჰოკსბილ-კრიკის შეთანხმების საფუძველზე. სულ მალე შეიქმნა დიდი ბაჰამის პორტის მმართველობაც (Grand Bahama Port Authority).

კუნძულის ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი. შემოსავლის ძირითადი წყაროა პორტ-ლუკაიას დასასვენებელი არეალი და შემომავალი საკრუიზო გემები.

კუნძულზე ორი აეროპორტია: დიდი ბაჰამის საერთაშორისო აეროპორტი ფრიპორტში და უესტ-ენდის აეროპორტი ქალაქ უესტ-ენდში.

ძირითადი დასახლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფრიპორტი — კუნძულის ძირითადი ქალაქი.
  • ლუკაია — ფრიპორტის ერთ-ერთი გარეუბანი, მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა პლაჟებითა და სასტუმროებით.
  • უესტ-ენდი — უძველესი ქალაქი.
  • მაკ-ლინზი — დასახლება უკიდურეს აღმოსავლეთში.
დიდი ბაჰამის ტოპოგრაფიული რუკა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. PRELIMINARY POPULATION AND HOUSING COUNT BY ISLAND AND SUPERVISORY DISTRICT, ALL BAHAMAS: CENSUS 2010. Bahamas Department of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2013-06-21.
  2. Julius Granberry and Gary S. Vescelius. (2004) Languages of the Pre-Columbian Antilles. The University of Alabama Press. ISBN 0-8173-5123-X p. 83
  3. The earliest settlers, the Siboney Indians http://www.grandbahamavacations.com/ about-the-island/history-of-grand-bahama-island/ It is believed they had an advanced political and social structure, and lived in well-organized cities.
  4. Great Britain claimed The Islands of The Bahamas in 1670, after British colonists left Bermuda for the island of Eleuthera http://www.grandbahamavacations.com/about-the-island/history-of-grand-bahama-island/ when history finally caught up with it again.