შინაარსზე გადასვლა

დიდი ორმო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ორმო

„დიდი ორმო“ (აფრ. Groot Gat;, ინგლ. Big Hole; ან ინგლ. Kimberley Mine) — დიდი ზომის ღია კარიერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კიმბერლისთან. მიჩნეულია როგორც ხელით გამომუშავებული უდიდესი ჩაღრმავება — ყოფილი ალმასის მაღარო. პირველად აქ ალმასები იპოვეს ქალაქ კოლესბერგთან, ფერმის ტერიტორიაზე. 1871-1914 წლებში 50 000 მაღაროელმა წერაქვითა და ნიჩბებით ღრმა ორმო გათხარეს,[1] რის შედეგადაც გამოვლინდა 2,720 კგ ალმასი. დიდი ორმოს ზედაპირის ფართობი უდრის 17 ჰა-ს, პერიმეტრი 1,6 კმ-ია, ხოლო სიგანე 463 მ. ორმო ამოთხარეს 240 მ სიღრმეზე, შემდეგ ნაწილობრივ ამოავსეს ცარიელი ქანებით 215 მ-მდე. მოგვიანებით კიდევ 40 მ წყალმა დაიკავა, დანარჩენი 175 მ მოჩანს.

გამომუშავების პროცესში ამოღებულ იქნა 22,5 მლნ. ტ. გრუნტი.[2] მინერალის მოპოვება 1866-1914 წლებში მიმდინარეობდა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დასრულებასთან ერთად „დიდი ორმო“ გახდა მომნახველების (კიმბერლისთან ერთად) საინტერესო ადგილი. მიმდინარეობს მცდელობები „დიდი ორმოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]