შინაარსზე გადასვლა

დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი
დაარსდა: 2014
დირექტორი: გაბრიელ ერნესტო აბად ფერნანდესი
ტიპი: კერძო სკოლა
მოსწავლე: 224
მისამართი: დილიჯანი, სომხეთი
კოორდინატები: 40°44′20″ ჩ. გ. 44°49′57″ ა. გ. / 40.73889° ჩ. გ. 44.83250° ა. გ. / 40.73889; 44.83250
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: welcome@uwcdilijan.org

დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი (სომხ. Դիլիջանի միջազգային դպրոց) — ერთ-ერთი თვრამეტი კოლეჯიდან, რომელებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქმნება United World Colleges-ს პროექტის ფარგლებში და პირველი სკოლა-ინტერნატი სომხეთში. პირველი მოსწავლეები სკოლამ 2014 წლის სექტემბერში მიიღო (მე-11 კლასელები), თუმცა 2017 წლისთვის აპირებენ მე-8 კლასიდან სწავლის დაწყებას. 2023 წლისთვის კი იგეგმება კოლეჯის სრულად შევსება, ამ დროისთვის აქ 650 მოსწავლე ისწავლის.

United World Colleges მოძრაობის და ამ სკოლის მიზანს წარმოადგენს გახადონ „განათლება ძალა ხალხის, ერების და კულტურების გაერთიანებისა, მშვიდობისა და უზრუნველი მომავლისათვის“. კოლეჯი გასცემს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის (იგეგმება მე-8, მე-9 და მე-10 კლასელების მიღებაც).

სკოლის ნაწილი მდებარეობს დილიჯანის ეროვნულ პარკში[1].

დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი ოფიციალურად 2014 წლის 11 ოქტომბერს გაიხსნა. გახსნას ესწრებოდა სომხეთის და სერბეთის პრეზიდენტები სერჟ სარქისიანი და ტომისლავ ნიკოლიჩი, ასევე სომხეთის და სირიის კათალიკოსები გარეგინ II და იგნატიუს ეფრემ II.

სკოლის დამაარსებლები არიან რუბენ ვარდანიანი და ვერონიკა ზონაბენდი. მათ სკოლის დაარსების იდეა 2006 წელს გაუჩნდათ[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Key Information დაარქივებული 2015-05-14 საიტზე Wayback Machine. ." UWC Dilijan. Retrieved on April 26, 2015.
  2. "International school in Armenia’s Dilijan believed to start functioning in September 2014" (). Arka News Agency. September 28, 2012. Retrieved on April 26, 2015.