დონეცკი (რუსეთი)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დონეცკი Донецк | |||||
სტელა დონეცკის შესასვლელში | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 48°20′12″ ჩ. გ. 39°56′41″ ა. გ. / 48.33667° ჩ. გ. 39.94472° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1681 | ||||
ადრეული სახელები | 1951-მდე სტანიცა გუნდოროვსკაია, 1955-მდე ქალაქი გუნდოროვკა | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1951 | ||||
ფართობი | 112 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 120 მ | ||||
მოსახლეობა | 48 699 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 434,81 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86368 | ||||
საფოსტო ინდექსი | 346330, 346332, 346333, 346335, 346338, 346341, 346342, 346345 | ||||
ოფიციალური საიტი | donetsk-ro.donland.ru | ||||
დონეცკი (რუს. Донецк) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1681 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1951 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 48 699 კაცს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს დონეცის ჭიუხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე. რკინიგზის სადგურ იზვარინოდან 8 კმ-ის, ხოლო დონის როსტოვიდან ჩრდილოეთით 171 კმ-ში, კამენსკ-შახტინსკიდან დასავლეთით 20 კმ-ში. ქალაქის ფართობია 112 კმ².
დონეცკის ტერიტორიაზე გადის ფედერალური გზატკეცილი М21 . ქალას ასევე აქვს საკუთარი აეროპორტი თვითმფრინავების Ан-2-ის პარკით.
დონეცკში მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დონეცკი-იზვარინო“, რომლის საშუალებითაც ხდება გადასვლა უკრაინაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდინარე ჩრდილოეთის დონეცის ნაპირზე დააარსეს დონელმა კაზაკებმა 1681 წელს და მას თავდაპირველად ეწოდებოდა სტანიცა გუნდოროვსკაია. 1945 წლიდა მუშათა დასახლება გუნდოროვსკაიაა, ხოლო 1951 წლიდან ქალაქი გუნდოროვკა. 1955 წელს გადაარქვეს სახელი და უწოდეს დონეცკი. აღნიშნული სახელი უწოდეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე მდებარეობის გამო.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის შემადგენლობაში 2004 წლიდან როგორც მიკრორაიონი შევიდა დაბა გუნდოროვსკი, რომელიც დაბა იყო 1966 წლიდან.
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუნდოროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - აგებულია XIX საუკუნეში. 1852 წლის 12 მარტს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა ტაძრის პროექტი. 1853 წლის 4 ივნისს აკურთხეს ტაძრის ასაშენებელი ადგილი. ამავე წელსვე დაიწყო ტაძრის მშენებლობა. რვა წლის შემდეგ ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ეკლესია აკურთხეს. 1911 წელს ეკლესიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ტამბურები მიაშენეს, დაამონტაჟეს ცენტრალური გათბობა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია დახურეს და გამოიყენებოდა ხორბლის საწყობად. 1943 წელს კვლავ გახსნეს. 2008 წელს ეკლესია კვლავ ააღორძინეს და ჩაუტარეს კიდევ ერთი რემონტი. 1987-2007 წლებში ტაძარს მიაშენეს სამრეკლო, შეცვალეს გუმბათი, განახორციელეს ფასადის რემონტი. დააყენეს გაზის გამათბობლები[1].
- დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
- დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც გაიხსნა XX საუკუნის 50-იან წლებში. შედგება რვა მუდმივი საგამოფენო დარბაზისაგან[2].
- ი. უსაჩიოვის სახელობის პარკი.
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არიან:
- ძმები დოროშევების ქუჩა № 40/17-ში მდებარე სამრევლო სასწავლებელი ბიჭებისათვის.
- საეკლესიო-სამრევლო სკოლა საბჭოთის ქუჩა № 51-ში.
- დოროშევების ქუჩა № 30/23-ში მდებარე კაზაკების სახლი[3].
- დონეცკის სინაგოგა
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს 16 საბავშვო ბაღი, 11 საშუალო სკოლა, ორი პროფესიული სასწავლებელი, ტექნიკუმი, ორი სპორტული სკოლა, ბავშვთა შემოქმედების სკოლა და ნორჩი ტექნიკოსების სკოლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сайт администрации города Донецка დაარქივებული 2019-12-10 საიტზე Wayback Machine.
- Книга "Галерея Славы почётных граждан шахтёрских территорий Ростовской области. Память, наследие, гордость". ОМОО "Ассоциация почётных граждан, наставников и талантливой молодёжи" при поддержке Правительства Ростовской области, в рамках проекта ВВП "Единая Россия" - "Историческая память".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Свято - Успенская церковь, г. Донецк, Ростовская область. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-04. ციტირების თარიღი: 2017-01-03.
- ↑ Муниципальное бюджетное учреждение культуры «Городской историко – краеведческий музей». Администрация города Донецка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-04. ციტირების თარიღი: 2017-01-03.
- ↑ Путешествие в место, которого нет. Гундоровская.