ეთიოპიური სამზარეულო
ეთიოპიური სამზარეულო (ამჰარული: የኢትዮጵያ ምግብ) მეტწილად მოიცავს ბოსტნეულისა და ხორცის ძალიან ცხარე კერძებს. კერძების უმეტესობა შეიცავს ვუატს, ეთიოპიურ- ერიტრეულ სუნელს, ასევე მაწვნის დიდ, ბრტყელ პურს, რომლის დიამეტრიც 50 სანტიმეტრს აღწევს. [1] ეთიოპელების უმეტესობა მარჯვენა ხელით ჭამს.[1]
ეეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია მოსახლეობისთვის არაერთ მარხვის პერიოდს განსაზღვრავს.მოსახლეობის უმეტესობა ოთხშაბათსა და პარასკევს არ მიირთმევს ცხოველურ პროდუქტებს, ხოლო მარხვების პერიოდში მთლიანად იკრძალავენ მათ ჭამას. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ ეთიოპიური კერძების უმეტესობა ვეგეტარიანული სტილისაა. [2]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთიოპიური ტიპური კერძი მოიცავს ინჯერას, რომელიც შედგება ძროხის ხორცის, ცხვრის ხორცის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის პარკოსანი მცენარეებისგან, მაგალითად ოსპისაგან. სიდამას ხალხი ხშირწად იყენებს ბანანის მცენარეს სხვადასხვა საკვების დასამზადებლად. ერთ- ერთი ასეთია ქოჩო, პურის ტიპის ცომეული, რომელსაც კითფოსთან ერთად მიირთმევენ. [3] ამ მცენარის ფესვს ფქვავენ და ამზადებემ ცხელი სასმელის სახით, რომელსაც ბულა ეწოდება (გე'ეზი: ቡላ būlā). ამ სასმელს ხშირად დაღლილებს და ავადმყოფებს ასმევენ მალე გამოსაჯანმრთელებლად.
ნაწილობრივი იტალიური ოკუპაციის გამო, მაკარონი პოპულარულია ტელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ხელმისაწვდომია მთელ ეთიოპიაში, ნაკლებად დასახლებული ადგილების ჩათვლით. [2] ყავა ასევე არის ეთიოპიის კულტურისა და სამზარეულოს მნიშვნელოვანი კომპონენტი. ყოველი ჭამის შემდეგ ეწყობა ყავის ცერემონია რომლის დროსაც ყავას მიირთმევენ.
ხორცის შეზღუდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთიოპიელი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ეთიოპიელი ებრაელები და ეთიოპიელი მუსლიმანები რელიგიური მიზეზების გამო ღორის ხორცისა და მოლუსკების ჭამას ერიდებიან. ღორის ხორცი უწმინდურად ითვლება ეთიოპიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, იუდაიზმსა და ისლამში. ბევრი ეთიოპიელი თავს იკავებს გარკვეული ხორცის ჭამისგან და ძირითადად ჭამს ვეგეტარიანულ და ვეგანურ საკვებს.
ტრადიციული ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერბერი რომელიც წარმოადგენს დაფქული წიწაკისა და სხვა ცხარე ინგრედიენტების კომბინაციას, ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ეთიოპიურ სამზარეულოში და მას ძალიან ხშირადაც იყენებენ. ასევე მნიშვნელოვანია ნიტერ კიბეჰი, გამდნარი კარაქი, რომელიც გაჯერებულია ჯინჯერით, ნივრით და ცხარე ინგრედიენტებით. [4]
მიტმიტა ფხვნილისფერი სუნელების ნაზავია, რომელსაც იყენებენ ეთიოპიის სამზარეულოში. ის მოწითალო- მონარინჯისფრო ფერისაა და შეიცავს ცხარე წიწაკას (პირი პირი), იდამის თესლს, მიხაკსა და მარილს. მას ზოგჯერ აქვს სხვა სანელებლები, მათ შორის დარიჩინი.
კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვუატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვუატის მომზადება იწყება დიდი რაოდენობით წითელი ხახვის დაკეპვით, რომელსაც შემდგომში ქვაბში ათავსებენ. ხახვის დარბილების შემდეგ ამატებენ ნიტერ კიბეჰს (ვეგეტარიანულ შემთხვევაში ბოსტნეულის ზეთს). სიცხარისთვის ვუატს უმატებენ ცხარე სოუსებს. საკვებს უმატებენ ხორცს მაგ: ძროხის ხორცი (ሥጋ[5], საგა), ქათმის ხორცი (ዶሮ[6], დორო ან დერჰო), თევზი (ዓሣ[7], ასა), თხის ან ცხვარის ხორცი (በግ, ბეგი ან ბეგგი). შემდეგ ეტაპზე უმატებენ პარკოსნებს, მაგალითად: როგორიცაა გაყოფილი ბარდა (ክክ[8], კაკი ან კიკი) და ოსპი (ምስር[9], მაზორი ან ბირსინი); ან ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი (ድንች[10], დანაჰ ) და სტაფილო, რომლებიც ვეგანურ კერძებში ხორცის მაგივრობას წევენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Javins, Marie. "Eating and Drinking in Ethiopia." Archived 31 January 2013 at the Wayback Machine Gonomad.com. Accessed July 2011.
- ↑ პაულ ბ. ჰენზე, დროის ფენები: ეთიოპიის ისტორია, გვერდი 12.
- ↑ https://web.archive.org/web/20070819143500/http://www.aaas.org/international/africa/enset/uses.shtml
- ↑ http://ethnomed.org/clinical/pharmacy/ethiopian-herb-drug-interactions
- ↑ Selam Soft, "ሥጋ", Amharic-English Dictionary, 4/30/13
- ↑ Selam Soft, "ዶሮ", Amharic-English Dictionary, 4/30/13
- ↑ Selam Soft, "ዓሣ", Amharic-English Dictionary, 4/30/13
- ↑ Selam Soft, "ክክ", Amharic-English Dictionary, 4/30/13
- ↑ Selam Soft, "ምስር",, Amharic-English Dictionary, 4/30/13
- ↑ Selam Soft, "ድንች", Amharic-English Dictionary, 4/30/13