ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი
იერსახე
ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი
Parque Nacional El Leoncito | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | სან-ხუანის პროვინცია, არგენტინა |
კოორდინატები | 31°48′19″ ს. გ. 69°22′00″ დ. გ. / 31.80528° ს. გ. 69.36667° დ. გ. |
ფართობი | 760 კმ² |
დაარსდა | 1994 |
მმართველი ორგანო | არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია |
ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Leoncito) — ეროვნული პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციაში. ფართობი 760 კმ². 1994 წელს შეიქმნა როგორც ნაკრძალი, ხოლო 2002 წლიდან გადაკეთდა ეროვნულ პარკად, ანდური ბუჩქნარის, ისტორიული და პალეონტოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. პარკის ტერიტორიაზე ჰაერი იდეალურად სუფთაა, რის გამოც აქ რამდენიმე ასტრონომიული ობსერვატორია მდებარეობს.
კლიმატი ცივია, პერმანენტული ყინვებით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 200 მმ-ია. ფლორა ძირითადად ბუჩქნარითაა წარმოდგენილი, ფაუნის წარმომადგენელთაგან კი აღსანიშნავია გუანაკო და სხვადასხვა ფრინველი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია დაარქივებული 2012-01-14 საიტზე Wayback Machine.
|