ემილ ადოლფ ბერინგი
ემილ ადოლფ ბერინგი | |
---|---|
გერმ. Emil Adolf von Behring | |
| |
დაბ. თარიღი | 15 მარტი, 1854[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Ławice, Kreis Rosenberg in Westpreußen, West Prussia |
გარდ. თარიღი | 31 მარტი, 1917[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | მარბურგი, Hesse-Nassau[9] |
დასაფლავებულია | Behring-Mausoleum[10] |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | იმუნოლოგი, ექიმი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი და bacteriologist |
მუშაობის ადგილი | მარბურგის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და შარიტე |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | იოჰანეს ანდრეას გრიბ ფიგერი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[9] |
მეუღლე | Else von Behring |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Cameron Prize of the University of Edinburgh |
ემილ ადოლფ ფონ ბერინგი (გერმ. Emil Adolf von Behring; დ. 15 მარტი, 1854, ჰანსდორფი, პრუსია, ახლანდ. სოფ. ლავიცე, პოლონეთი, — გ. 31 მარტი, 1917, მარბურგი, გერმანია) — გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სეროთერაპიის დარგში გაწეული სამუშაოსთვის 1901 წელს, პირველად ისტორიაში, მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ბერინგის მიერ აღმოჩენილმა პასიურმა იმუნიზაციამ დიდი გავლენა იქონია სეროთერაპიის განვითარებაზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის სამხედრო აკადემიაში (დაამთავრა 1878 წელს). პრუსიის სამეფოს სამხედრო-სამედიცინო კორპუსში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ, 1889 წლიდან მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის, შემდეგ კი ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში. აქ იაპონელ ბაქტერიოლოგ კიტასატო შიბასაბუროსთან ერთად აღმოაჩინა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მოქმედება (შრატს მათ „ანტიტოქსინი“ უწოდეს) და მისი ანალოგიით მიიღო ანტიდიფთერიული შრატი, რომელიც საბოლოოდ პაულ ერლიხთან ერთად განავითარა. შემდგომში ორ მეცნიერს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.[13] 1892 წლიდან ანტიდიფთერიული შრატის წარმოება დაიწყო და დიფთერიის სტანდარტული მკურნალობის ნაწილი გახდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამავე წელს ბერინგმა გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სისხლის შრატით მკურნალობის პრაქტიკული ამოცანები“ (გერმ. Die praktischen Ziele der Blutserumtherapie).
1893 წელს ბერინგი პროფესორად აირჩიეს. 1894 წელს ლექციებს კითხულობდა ჰალეში, 1895 წლიდან კი მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ბერინგი ფინანსურად იყო დაკავშირებული ქიმიური საღებავების მწარმოებელ ფირმა Farbwerke Meister, Lucius und Brüning-თან (ჰიოხსტი, ახლანდ. მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონი), რომელიც შემდგომში ფარმაცევტულ კომპანიად გარდაიქმნა. ფირმამ მეცნიერს საკუთარი ლაბორატორიები დაუთმო კვლევებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ტუბერკულოზსაც ეხებოდა. 1901 წელს სეროთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია. ამგვარად, ბერინგი გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამჯერად ნობელის პრემიის გარეშე დარჩა პაულ ერლიხი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ანტიდიფთერიული შრატის შექმნაში (ერლიხმა ნობელის პრემია 1908 წელს მიიღო). ბერინგის ნობელის მედალი ამჟამად ჟენევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუზეუმში ინახება.
ბერინგი არჩეული იყო იტალიის, ოსმალეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. მიღებული ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ოსმალეთისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოები. 1901 წელს გერმანიის მთავრობის მიერ აყვანილი იქნა არისტოკრატულ რანგში (გვარზე „ფონ“ ნაწილაკის დამატების უფლებით), 1903 წელს კი დაინიშნა გერმანიის იმპერიის საიდუმლო საბჭოს წევრად. ასევე ჰქონდა „საიდუმლო სამედიცინო მრჩევლის“ (Geheimer Medizinalrat) და მარბუგრის საპატიო მოქალაქის (Ehrenbürger) წოდებები. გარდაიცვალა 1917 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 320.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ემილ ფონ ბერინგი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Emil von Behring – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2020.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Marburger Professorenkatalog — 2016.
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118654918 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1901 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Linton, Derek S. (2005) Emil Von Behring: Infectious Disease, Immunology, Serum Therapy. American Philosophical Society, გვ. 197, 217. ISBN 9780871692559.
|