შინაარსზე გადასვლა

ეტრიტ ბერიშა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეტრიტ ბერიშა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ეტრიტ ფადილ ბერიშა.[1]
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1989.
დაბადების
ადგილი
პრიშტინა, კოსოვო.
სიმაღლე 194 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ემპოლი
ნომერი 99
ახალგაზრდული კარიერა
1997–2007 კორიკუ
2004–2007   კეკი
2008–2010 კალმარი
2009   ლინდსდალსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2013 კალმარი 90 (3)
2013–2016 ლაციო 38 (0)
2016–2019 ატალანტა 75 (0)
2019–2022 სპალი 51 (0)
2021–2022   ტორინო 10 (0)
2022–2023 ტორინო 0 (0)
2023– ემპოლი 14 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 ალბანეთი 81 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 დეკემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2024

ეტრიტ ბერიშა (ალბ. Etrit Fadil Berisha; დ. 10 მარტი, 1989) — ალბანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ემპოლისა“ და ალბანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე.

ბერიშამ საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ „კორიკუში“ დაიწყო. ამავდროულად თამაშობდა ახალგაზრდულ ფეხბურთს კლუბ KF KEK-ში, მანამდე, სანამ შეუერთდებოდა კალმარს 2008 წელს. თავდაპირველად იგი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. 2010 წელს, იგი გადაიყვანილი იქნა კლუბის პირველ გუნდში და მალევე შედგა მისი საკლუბო დებიუტი. სადებიუტო სეზონში მან თოთხმეტი მატჩი ჩაატარა და იმდენად კარგად იასპარეზა, რომ მომდევნო სეზონისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გაირანტირა. 2011 წელს, ალსვენსკანის კამპანიის დროს, იგი გახდა კლუბის პირველი მეკარე. იგი დაეხმარა თავის გუნდს 2011 წლის Svenska Cupen-ზე, კლუბმა მოახერხა ფინალში გასვლა, თუმცა ამ მატჩში ბერიშას არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი წააგო. ბერიშა დარჩა კლუბის პირველ მეკარედ, მის მიერ ჩატარებული მატჩებით, მან 2013 წელს ალსვენსკანის წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოიპოვება მოახერხა.

2013 წლის ზაფხულში, იტალიურმა კლუბმა „კიევომ“ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ კონტრაქტის გაფორმებას ბერიშასთან, თუმცა ბერიშამ მათ კონკურენტთან, „ლაციოსთან“ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი. ამ კონტრაქტმა კლუბებს შორის დიდი აჟიოტაჟი და კონფლიქტი გამოიწვია, რის ფონზეც იძულებულები გახდნენ ფეხბურთელისთვის ექვსი თვით თამაშის უფლება ჩამოერთმიათ. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ბერიშას სასიკეთოდ დასრულდა. „ლაციოში“ მისი კონკურენტი იტალიელი ფეხბურთელი, ფედერიკო მარკეტი იყო, ბერიშა კი იძულებული იყო მისთვის კონკურენცია გაეწია, ვინაიდან მას სურდა გუნდის პირველი მეკარის სტატუსის მოპოვება.

ბერიშა წარმოშობით არის კოსოვოელი, თუმცა მას ასევე შეუძლია ალბანეთის ნაკრებში ასპარეზობა, ვინაიდან იგი გახლავთ ალბანეთის მოქალაქე და ეთნიკური ალბანელი. ალბანეთის ნაკრებში, იგი პირველად მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიასიმ გამოიძახა, 2012 წელს. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა ირანის წინააღმდეგ მატჩში, 2012 წლის 27 მაისს. თავდაპირველად იგი აღიქმეოდა როგორც სამირ უიკანის(გუნდის პირველი მეკარის) სარეზერვო საშუალება, თუმცა რამდენიმე მატჩის შემდეგ, ბერიშა გახდა ალბანეთის ნაკრების პირველი მეკარე. ბერიშამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალბანეთის პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე, უეფას ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იგი ასევე გახლდათ ფანებისა და გუნდელების ფავორიტი მოთამაშე, იმ დროისთვის.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 3 ივნისი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ალბანეთი
ალბანეთის დროშა
2012 4 0
2013 10 0
2014 9 0
2015 8 0
2016 12 0
2017 5 0
2018 5 0
2019 6 0
2020 5 0
2021 6 0
2022 5 0
2023 5 0
2024 1 0
ჯამში 81 0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. PËR DHËNIE TË SHTETËSISË SHQIPTARE sq. Qendra e Botimeve Zyrtare (1 June 2012). ციტირების თარიღი: 6 January 2023
  2. Etrit Berisha. Torino F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 8 October 2022