ვან ალენის რადიაციული სარტყელი
ვან ალენის რადიაციული სარტყელი (ინგლ. Van Allen radiation belt) — პლანეტის მაგნიტოსფეროს ზონა, რომელშიც გროვდება და ნარჩუნდება მასში შეღწეული მაღალი ენერგიის დამუხტული ელემენტარული ნაწილაკები (უმთავრესად პროტონები და ელექტრონები). სარტყლები, მათი აღმომჩენის ჯეიმზ ვან ალენის სახელს ატარებს[1].
დედამიწის რადიაციული სარტყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედამიწას გააჩნია გარემომცველი კოსმოსური სივრცის შიგა და გარე სარტყლები, რომლებიც შევსებულია დედამიწის მაგნიტური ველის მიერ მიტაცებული დამუხტული ნაწილაკებით. გარე სარტყლის მიღმა მცირე ენერგიების მქონე ელექტრონების არასტაციონარული ნაკადების არეა.
შიგა რადიაციული სარტყლის ქვედა ზღვარი ცვალებადია დამოთავსებულია დედამიწის ზედაპირიდან 600 კმ-დან 1600 კმ-მდე. ამ სარტყელში აღმოჩენილია პროტონები 10-20-დან 700-800 მეგევ-მდე და ელექტრონები, რომელთა ენერგია ათეული კევ-დან რამდენიმე მეგევ-მდეა.
გარე სარტყელი დედამიწის ზედაპირიდან (20–40)x10³ კმ მანძილზეა ეკვატორულ სიბრტყეში. მასში მყოფი ელექტრონების ენერგია რამდენიმე ათეული კევ-დან რამდენიმე მეგევ-მდეა. შიგა სარტყელთან შედარებით გარე სარტყელი მეტად არასტაბილურია, მისი მდგომარეობა და ადგილმდებარეობა დამოკიდებულია გეომაგნიტურ აქტიურობის დონეზე. ვარაუდობენ, რომ შიგა სარტყელი ივსება პროტონებითა და ელექტრონებით, რომლებიც მიიღება დედამიწის ატმოსფეროდან გამოტყორცნილი ნეიტრონების დაშლისას კოსმოსური სხივების ნაწილაკებით დაბომბვის შედეგად. გარე სარტყლის შესახებ არსებობს ჰიპოთეზა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი იტაცებს მზის კორპუკსულური ნაკადის ნელ ელექტრონებს და მაგნიტური ველის ცვალებადობის გამო აჩქარებს მათ.
2013 წელს ვან ალენის ზონდებმა აღმოაჩინეს გარდამავალი, მესამე — ყველაზე გარე რადიაციული სარტყელი, რომელიც გაგრძელდა ოთხი კვირის განმავლობაში[2]. აპოლოს ასტრონავტებმა, რომლებიც ვან ალენის სარტყელში გადიან, მიიღეს რადიაციის ძალიან დაბალი და არა მავნე დოზა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 430.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „'Doughnuts' of radiation ring earth in space“. Victoria Advocate. (Texas). Associated Press. December 28, 1958. p. 1A.
- Zell, Holly (February 12, 2015). „Van Allen Probes Spot an Impenetrable Barrier in Space“. NASA/Goddard Space Flight Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-06. ციტირების თარიღი: 2017-06-04.
- Van Allen Radiation Belts. HowStuffWorks. Discovery Communications, Inc. (2009-04-23). ციტირების თარიღი: 2011-06-05
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „'Doughnuts' of radiation ring earth in space“. Victoria Advocate. (Texas). Associated Press. December 28, 1958. p. 1A.
- ↑ Van Allen Probes Discover a New Radiation Belt. Science@NASA. NASA (February 28, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2013-04-05