ვესტერკერკი
ვესტერკერკი (ნიდერლ. Westerkerk) — პროტესტანტული ეკლესია ქალაქ ამსტერდამში. აშენებულია 1620-1631 წლებში ჰენდრიკ დე კეიზერის პროექტის მიხედვით.[1] მდებარეობს ამსტერდამის არხების ნაპირზე. ეკლესია დაგვირგვინებულია 85 მ სიმაღლის შპალით, რომელსაც ამკობს იმპერატორ მაქსიმილიანე I-ის ავსტრიის იმპერიის გვირგვინი.[2] ეკლესიის ზარები ჩამოსხმულია ძმები პიერ და ფრანსუა ემონების მიერ 1648 წელს.[3] ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტი 1669 წლის 8 ოქტომბერს სწორედ ვესტერკერკის ეკლესიაში დაასაფლავეს. საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა სავარაუდო ადგილად ჩრდილოეთი კედლის სიახლოვე მიიჩნევა. რემბრანდტის მიჯნური ჰენდრიკე სტოფელსი აგრეთვე ვესტერკერკის ეკლესიაში განისვენებს. ამას გარდა, აქ დაკრძალეს სხვა ცნობილი მხატვრები: ნიკოლას პიტერს ბერხემი, გილის ჰონდეკუტერი, მელხიორ ჰონდეკუტერი, გოვერტ ფლინკი. ეკლესიის ორგანი მორთულია გერარდ დე ლერესის მიერ. ვესტერკერკი მდებარეობს ანა ფრანკის სახლის სიახლოვეს, რომელმაც თავის დღიურებში აღწერა ეკლესია. 1966 წლის 10 მარტს ვესტერკერკში ჯვარი დაიწერეს დედოფალმა ბეატრიქსმა და კლაუს ფონ ამსბერგმა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Martin Dunford (2010). The Rough Guide to The Netherlands. Penguin, გვ. 72–73. ISBN 978-1-84836-882-8.
- ↑ The Westerkerk. Rough Guides. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
- ↑ Rijksmonument report