შინაარსზე გადასვლა

ვილჰელმ ადამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ ადამი

ვილჰელმ ადამი (გერმ. Wilhelm Adam; დ. 15 სექტემბერი, 1877, ანსბახი — გ. 8 აპრილი, 1949, გარმიშ-პარტენკირხენი) — ვერმახტის გენერალი მეორე მსოფლიო ომში

ვილჰელმ ადამი დაიბადა 1877 წლის 15 სექტემბერს ვაჭრის ოჯახში. 1897 წელს ჰუმანიტარული გიმნაზიის დასრულების შემდეგ მსახურობდა ბავარიის არმიაში. 1899 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1906 წელს იგი დაქორწინდა იზაბელა ბუხნერზე, რომელთანაც ჰყავდა ორი შვილი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას მისი ბატალიონი დისლოცირებული იყო ლოთარანგიაში. 1917 წელს მიიღო მაიორის ჩინი. ომის დასრულების შემდეგ 1924-1927 წლებში იგი იყო შტაბის უფროსი მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომში ადამი აკრიტიკებდა ჰიტლერის ომის სარისკო გეგმას. იგი ამბობდა,რომ გერმანიას არ ჰქონდა საკმარისი რესურსები ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ამის გამო ადამი სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელად ჩამოაქვეითეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი მიწვეული იყო მოწმის სახით ნიურნბერგის პროცესზე.

  • Friedrich-Christian Stahl: Generaloberst Wilhelm Adam. In: Gerd R. Ueberschär (Hrsg.): Hitlers militärische Elite. Band 1. Primus, Darmstadt 1998, ISBN 3-89678-083-2, S. 1-8.
  • Gerd F. Heuer: Die Generalobersten des Heeres. Inhaber höchster deutscher Kommandostellen. Moewig, Rastatt 1988, ISBN 3-8118-1049-9, S. 1-8.
  • Fritz von Siegler: Adam, Wilhelm. В: Neue Deutsche Biographie (NDB). Том 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, S. 53 f. (Электронная версия).