შინაარსზე გადასვლა

ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია (მრავალმნიშვნელოვანი).
დედოფალი ვიქტორია
Queen Victoria
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
კორონაცია: 28 ივნისი 1838
მმართ. დასაწყისი: 20 ივნისი, 1837
მმართ. დასასრული: 22 იანვარი, 1901
წინამორბედი: უილიამ IV
მემკვიდრე: ედუარდ VII
სხვა წოდებები: ინდოეთის იმპერატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 მაისი 1819
დაბ. ადგილი: ლონდონი
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1901
გარდ. ადგილი: უაითის კუნძული
მეუღლე: ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
შვილები: ვიქტორია, გერმანიის დედოფალი
ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე
ალისა, ჰესენის ჰერცოგინია
ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი
ჰელენა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა
ლუიზა, არგილის ჰერცოგინია
არტური, კონაქტის ჰერცოგი
ლეოპოლდი, ოლბანის ჰერცოგი
ბეატრისი, ბატენბერგის პრინცესა
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ედუარდ ავგუსტი
დედა: ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი

ვიქტორია (ინგლ. Victoria; დ. 24 მაისი, 1819 — გ. 22 იანვარი, 1901) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან 1837–1901 წლებში. ედვარდ კენტის ჰერცოგისა და ვიქტორია საქსენ-კობურგელის ასული. 1840 წელს ცოლად ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელს გაყვა.

ვიქტორიას მამა, კენტის ჰერცოგი მოკვდა, როდესაც ქალიშვილი 8 თვის იყო. დედა ვიქტორიას მკაცრად ზრდიდა და არ ანებივრებდა. მომავალმა დედოფალმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი აღმზრდელი ლორდი ვილიამ მელბურნი იყო, რომელიც უკვე ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი. იგი ვიქტორიას ლექციებს უკითხავდა სახელმწიფო სამართალზე, ისტორიაზე, და აცნობდა მას კონსტიტუციური მმართველობის პრაქტიკას. ვიქტორიამ თავისუფლად იცოდა გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები. განათლება მას კარგად გამოადგა. მმართველობის პირველივე საათებში, იგი, მიუხედავად ახალგაზრდობისა, იმდენად დარწმუნებულად მოქმედებდა, თითქოს დიდხანს იჯდა ტახტზე. თუმცა დასაწყისში დედოფალს ძალიან უყვარდა გართობა, ხშირად აწყობდა მეჯლისებს და მიღებებს.

დედოფლის ხასიათი მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიცვალა. მისი მეუღლე პრინცი ალბერტი მეთოდური და პუნქტუალური ადამიანი იყო. მისი გავლენის ქვეშ ვიქტორია თავნება გოგოსგან პასუხისმგებელ მონარქად გადაიქცა. ვიქტორია ყველაფერში ითვალისწინებდა მის რჩევებს და მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა იგი. თუმცა ინგლისელებს ალბერტი ნაკლებად უყვარდათ, მხოლოდ მისმა უეცარმა გარდაცვალებამ შეცვალა ხალხის დამოკიდებულება პრინცისადმი. ვიქტორიასთვის მეუღლის გარდაცვალება ისეთი დარტყმა იყო, რომლისგანაც იგი გონზე ვეღარასოდეს მოვიდა.

პირველ ხანებში იგი გამოიკეტა და უარს ამბობდა საჯარო ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე. ალბერტის გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორიასთვის მთავარი მიზანი ქმრის ხსოვნის უკვდავყოფა გახდა. მის პატივსაცემად აშენდა ცნობილი ალბერტ ჰოლი. ვიქტორია თითქმის 40 წლის მანძილზე შავებს ატარებდა და ჩიოდა, რომ აკლია მისი რჩევები.

ახალი მრჩეველი დედოფალმა მხოლოდ 1874 წელს იშოვა, თორი მრავალმნიშვნელოვანის ლიდერის ბენჯამინ დიზრაელის სახით. დიზრაელი ენერგიულად შეუდგა მონარქიის განმტკიცებას, მან დაარწმუნა ვიქტორია, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ხალხთან. 1876 წელს მან დედოფალს მიანიჭა ინდოეთის იმპერატორის ტიტული. დიზრაელის შემდეგ 1880 წელს მოსული მინისტრი უილიამ გლადსტონი დედოფალს არ მოსწონდა და მუდამ უთანხმოება ჰქონდა მის მინისტრებთან.

წერენ, რომ ვიქტორია დაბალი იყო. იგი არ იყო ლამაზი, მაგრამ მომხიბვლელი იყო. მიუხედავად იმისა რომ იგი პატარა და პუტკუნა იყო, მაინც დიდებულად გამოიყურებოდა. მან სიბერეშიც შეინარჩუნა ლამაზი ხმა და სიცილი. სიცოცხლის ბოლომდე მას კარგი ჯანმრთელობა და შრომის უნარიანობა ჰქონდა. მისი პუნქტუალურობა მანიაკალური იყო, მას უყვარდა, როდესაც მისი დღეები მეთოდურად და მონოტონურად შევსებული იყო. დილაობით დედოფალი პარკში სეირნობდა, შემდეგ ბრუნდებოდა და საბუთებს ეცნობოდა. მის მიერ უამრავი დოკუმენტი იყო ხელმოსაწერი. იგი ყველა საქმეს უღრმავდებოდა და მის გარეშე არ ხდებოდა არავითარი გადაწყვეტილების მიღება.

ვიქტორია 64 წელი მეფობდა. მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიულ განვითარებაში, ვაჭრობაში, ეკონომიკაში, ზღვაოსნობაში და იმპერიის გაფართოებაში. იგი გახდა სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ამ წარმატებებს ვიქტორიას სახელს უკავშირებდნენ.

ვიქტორია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ინგლისელებისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ერი აცნობიერებდა, რომ ემშვიდობება ეპოქას.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ II
 
 
 
 
 
 
 
პრინცი ფრედერიკი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი კაროლინა
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ III
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პრინცესა აუგუსტა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პრინცი ედუარდი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი შარლოტა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვიქტორია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პრინცესა ვიქტორია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


წინამორბედი:
უილიამ IV
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
18371901
შემდეგი:
ედუარდ VII
წინამორბედი:
ინდოეთის დედოფალი
18761901
შემდეგი:
ედუარდ VII