ზაკ ეფრონი
ზაკ ეფრონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ზაკარი დეივიდ ალექსანდრე ეფრონი |
დაბადების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1987 სან–ლუის–ობისპო, კალიფორნია,აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2002-დან დღემდე |
ზაკ ეფრონი (ინგლ. Zac Efron; დ. 18 ოქტომბერი,1987) — ამერიკელი მსახიობი. მისი მამა ინჟინერი იყო, დედა კი იმავე ორგანიზაციაში მდივნად მუშაობდა. ზაკი იზრდებოდა უმცროს ძმასთან დილანთან ერთად. მისი ბავშვობა არაფრით არ განსხვავდებოდა – იზრდებოდა საშუალო კლასის ოჯახში, რომელსაც საშუალო შემოსავალი ჰქონდა.
11 წლიდან მონაწილეობდა სკოლის თეატრულ დადგმებში. როდესაც ზაკს 11 შეუსრულდა მამამ შესთავაზა თავისი სამსახიობო ნიჭი სცენაზე გამოეცადა. ბიჭს მოეწონა თამაში და შედეგად თეატრი ხობიში გადაიზარდა. 15 წლიდან მონაწილეობდა ტელეგადაღებებში(სერიალში " Firefly"). 2000–01 სასწავლო წელს ადგილობრივ მუსიკალურ სკოლაში დადიოდა.
2002 წელს დამწყებმა მსახიობმა ეკრანზებზე დაიწყო გამოჩენა. თავიდან ის ასრულებდა უმნიშვნელო როლებს სატელევიზიო სერიალებში. შემდეგ ზაკი თამაშბდა სხვა სატელევიზიო სურათებშიც და უკვე ასრულებდა არა პაწაწინა როლებს, არამედ, პირიქით, მნიშვნელოვან და დამამახსოვრებლებს.
2006 წელს ზაკმა საშალო სკოლა დაამთავრა აროიო გრანდში და სამხრეთი კაროლინას უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა ლოს–ანჟელესში. იმის მიუხედავად, რომ ზაკი პრაქტიკულად ჩარიცხეს უმაღლეს სასწავლებელში, მან გადადო სწავლა და ამჯობინა სხვა პროექტებში მონაწილეობა. სხვათა შორის, საშუალო სკოლის დასრულებისას ზაკ ეფრონი მუშაობდა ერთ-ერთ თეატრში, რომელშიც არა მარტო შეისწავლიდა თეატრალური ხელოვნების საფუძვლებს, არამედ ვოკალსაც.
2006 წელი ზაკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმ სეზონში ახალგაზრდა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში მაგარი მიუზიკლი, რომელიც თავიდან არც ისეთი პოპულარული ჩანდა, თუმცა ცოტა ხანში ზაკ ეფრონი ცნობილ ადამიანად აქცია. იმავე 2006 წელს ზაკი დააჯილდოვეს პრემიით Teen Choice.
2007 წელს ზაკ ეფრონმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეორგოლში, რომელიც პოპულარულმა ამერიკელმა მომღერლმა და მსახიობმა ვანესა ხანჯესმა ჩაწერა. იმავე წელს ზაკი დაასახელეს ასიდან ერთ-ერთ მომხიბვლელ მამაკაცად. ამჟამად ზაკი აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას. ის ჯერ დაქორწინებული არ არის. ცხოვრობს მარტო საკუთარ ბინაში. ჰყავს ორი ძაღლი და სიამის კატა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტატიების ესკიზები ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ
- დაბადებული 1987
- დაბადებული 18 ოქტომბერი
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის ამერიკელი მომღერლები
- ამერიკელი აგნოსტიკოსები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი მომღერლები
- ამერიკელი მამაკაცი ტელემსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- ებრაელი მომღერლები