§5. საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, ტექნიკური, ორგანიზაციული თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტებზე, აღმოჩენებზე, ფაქტებზე, პროგრამირების ენებზე.
§6. საავტორო უფლებები არ ვრცელდება:
სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ დოკუმენტებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის დოკუმეტებზე, მათ შორის კანონებზე, სხვა ნორმატიულ აქტებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სხვა სახის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სასამართლო მასალებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებზე, და მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
სახელმწიფო სიმბოლოებსა და ნიშნებზე (დროშები, გერბები, ორდენები, ფულადი ნიშნები და მისთანანი), ასევე მუნიციპალური წარმონაქმნების სიმბოლოებსა და ნიშნებზე;
ხალხური შემოქმედების ნაწარმოებებზე (ფოლკლორი), რომელთაც კონკრეტული ავტორი არ გააჩნიათ;
ცნობებზე ფაქტების შესახებ, რომელთაც გამორჩეული საინფორმაციო ხასიათი აქვთ (დღის სიახლეები, ტელეგადაცემათა პროგრამები, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი და მისთანანი).
გაფრთხილება – ლიცეზიის ამ თარგის გამოყენება არ შეიძლება წამოყენებული ოფიციალური სიმბოლოებისა და ფორმალური დოკუმენტების სამუშაო ნიმუშებისთვის, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება.
↑საკავშირო დონეზე ნიშნავს, რომ დანარჩენი 14 სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოებისა და ფორმალური დოკუმენტების გამოყენება რეგულირდება მათი სამართალმემკვიდრე სახელმწიფოების კანონით