შინაარსზე გადასვლა

თაფლიწოვიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაფლიწოვიასებრნი

აღმოსავლური ნისკარტსადგისა თაფლიწოვია (Acanthorhynchus tenuirostris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Meliphagidae (Vigors, 1825)

თაფლიწოვიასებრნი[1] (ლათ. Meliphagidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 10–32 სმ. ენის ბოლოზე განსაკუთრებული ჯაგრისი აქვთ, რომელიც ყვავილიდან ნექტრის ამოწოვის დროს ეხმარება (აქედან სახელწოდება). სხეულის აგებულებითა და ზნე-ჩვეულებებით წააგვანან ყარანას, წივწივას, სინეგოგას, ჩხიკვსა და ჭკას. შეფერილობა ძირითადად მკრთალია, მურა ან მომწვანო. ოჯახი აერთიანებს 168[2]–187[3] სახეობას. გავრცელებული არიან ავსტრალიაზე, ახალ ზელანდიაში, ახალ გვინეაზე, მელანეზიის, მიკრონეზიისა და პოლინეზიის, აგრეთვე, ჰავაის კუნძულებზე; 1 სახეობა სამხრეთ აფრიკაშიც გვხვდება. უპირატესად მეხეური და ბუჩქნარის ფრინველებია. ბუდეს ხეზე აკეთებენ, ზოგჯერ მაღალ კოლბოხებზე; დედალი დებს 1–4 კვერცხს. ძირითადად იკვებებიან ნექტრით, ყვავილის მტვრით, მწერებით, იშვიათად კენკრითა და მცირე ზომის ნაყოფებით. გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა, როგორც მცენარეთა მამტვერებლებს. რამდენიმე სახეობა ზიანს აყენებს ბაღებს.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Meliphagidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. თაფლიწოვიასებრნი (TSN 178808). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  3. Honeyeaters. World Bird List Version 6.1. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 28 January 2016.
  4. Медососы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 15 — М., 1974.