თეთრი გიორგის ნიში
იერსახე
თეთრი გიორგის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ვაჩნაძიანში, სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, მინდორში. აგებულია XX საუკუნის შუა წლებში ძამსაშვილების მიერ ადრე აქ მდგარი თეთრი გიორგის სახელობის ხის ეკლესიის ადგილზე და მათ საგვარეულო სალოცავად ითვლება. ნაგებობა გეგმით კვადრატულია(0.66X0.66 მ. სიმ.-0.7მ).ნაშენია აგურითა და ცემენტის ხსნარით. დასავლეთ მხარეს მოწყობილი აქვს შეისრულთაღოვანი ღრმა სასანთლე, სახურავი ორკალთიანია.ნიშის მახლობლად აწყვია სხვადასხვა ტევადობის რამდენიმე ქვევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 96.