თენგიზ ურუშაძე
თენგიზ ურუშაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1940 |
დაბ. ადგილი | თბილისი, სსრკ |
გარდ. თარიღი | 12 ნოემბერი, 2021 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ნიადაგთმცოდნე |
მუშაობის ადგილი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი |
თენგიზ თედორეს ძე ურუშაძე (დ. 14 იანვარი, 1940 — გ. 12 ნოემბერი, 2021) — ქართველი ნიადაგმცოდნე. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1983). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2013).[1] მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (2018).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ ურუშაძემ დაამთავრა საქართველოს სასოფლო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1963 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს.[2]
1967–69 წლებში იყო სატყეო ინსტიტუტის უმცროსი და 1969–73 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1973–82 წლებში ლაბორატორიის გამგე; 1982–2000 წლებში საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, 1995–2005 წლებში პრორექტორი, 2005–06 წლებში რექტორი, 1991–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.[2]
2004–06 წლებში ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2006–07 წლებში კონტრაქტორი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში. კითხულობდა ლექციებს დრეზდენის ტექნიკურ, ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ბრატისლავის კომენსკის უნივერსიტეტებში.[2]
თენგიზ ურუშაძემ საკანდიდატო დისერტაციის დაიცვა 1967 წელს თემაზე: „საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1980 წელს თემაზე: „საქართველოს მთა-ტყის ნიადაგები“.[3]
450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 50-მდე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. 10-მდე სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია აშშ-ში, გერმანიასა და რუსეთში.[4]
მოამზადა 23 მეცნიერებათა კანდიდატი და 6 მეცნიერებათა დოქტორი. იყო საერთაშორისო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი (ინდოეთი, გერმანია, ჩილე, სომხეთი, აზერბაიჯანი). საერთაშორისო ჟურნალის „აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს“ დამფუძნებელი (2003).[4]
რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების პირველ ქართველ საპატიო წევრად აირჩიეს. ეს მისია 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.[5]
თენგიზ ურუშაძე დაჯილდოებულია საქართველოს კომკავშირის პრემიით (1974), ღირსების ორდენითა (1999) და საქართველოს სახელმწიფო პრემიით (2002).[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ძირითადი ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „მეცნიერება“, 1997;
- ეკოლოგიური სამართალი (ავტორი). თბილისი, „ბ.ს. კომბ-ტი“., 1996;
- დავიცვათ ბუნება : ჩვენი მეგობარი (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1974;
- საქართველოს ტყის ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1972.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993–2004, თბილისი: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 141.
- ↑ წიგნი ღირსებისა. წ. 4, 1999 / თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბილისი, 2002. — გვ. 278.
- ↑ 4.0 4.1 ურუშაძე თენგიზ, აგრონიადაგმცოდნეობა, თბილისი: „თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა“, 2020. — გვ. 319.
- ↑ თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-21. ციტირების თარიღი: 2023-03-21.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 14 იანვარი
- დაბადებული 1940
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 12 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2021
- თბილისში გარდაცვლილები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ქართველი ნიადაგთმცოდნეები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები