შინაარსზე გადასვლა

თერმაიკოსის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერმაიკოსის ყურე[1] (ბერძ. Θερμαϊκός Κόλπος), ასევე ცნობილი, როგორც სალონიკის ყურე ან მაკედონიის ყურე — ყურე ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქი სალონიკი მდებარეობს ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ყურეს ესაზღვრება პიერია-იმათია და ქალაქი ლარისა დასავლეთით, ხოლო აღმოსავლეთით ქალკედონის ნახევარკუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთით კასანდრა. სახელი ეწოდა უძველესი ქალაქი თერმის (თანამედროვე სალონიკი) მიხედვით.[2][3] ყურე დაახლოებით 100 კმ სიგრძისაა.

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 74
  2. თუკიდიდე, ისტორია, I. 61; II. 29
  3. ჰეროდოტე, ისტორია, VII. 121, 123, 124, 127, 128, 130, 179, 183