თუთისებრნი
თუთისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Castilla elastica | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Moraceae | ||||||||||||||
|
თუთისებრნი (ლათ. Moraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახი. თითქმის ყველა შეიცავს რძეწვენს. აქვთ მეტწილად ერთსქესიანი, ერთ- ან ორსახლიანი ყვავილები, რომლებიც თავთავისებრ ან ქოლგისებრ ყვავილებად არის თავმოყრილი. ყვავილსაფარი 4 შეზრდილი ან თავისუფალი ჯამის ფოთლისაგან შედგება, ზოგჯერ სრულიად არ არის. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა, ხშირად ურთიერთშეზრდილია ნაყოფედად.
ოჯახი აერთიანებს 85-მდე გვარის 1500-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. თუთისებრთა ოჯახიდან საქართველოში ველურად იზრდება ლეღვი, კულტივირებულია თუთა, მაკლურა და სხვა.
თუთისებრთა შორის ბევრია სამეურნეო მნიშვნელობის მცენარე; თუთის, ლეღვისა და პურის ხის ნაყოფი იჭმება; რძის ხის ნოყიერ და მოტკბო რძეწვენს სვამენ; თუთის ფოთოლიაბრეშუმის ჭიის თითქმის ერთადერთი საკვებია; ოჯახი მოიცავს კაუჩუკისშემცველ (ლათ. Ficus elastica და Castilloa-ს გვარის სახეობები), ძვირფასმერქნიან (ბრუსონეცია, მაკლურა და სხვა) და შხამიან (ანჩარი) მცენარეებსაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 6-7.