იეშიმ უსტაოღლუ
იეშიმ უსტაოღლუ | |
---|---|
მშობლიური სახელი | Yeşim Ustaoğlu |
დაბადების თარიღი |
18 ნოემბერი, 1960 ჩაიქარა, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1984-დან დღემდე |
იეშიმ უსტაოღლუ (თურქ. Yeşim Ustaoğlu; დ. 18 ნოემბერი 1960, ჩაიქარა, თურქეთი) — თურქი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1][2]
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უსტაოღლუ დაიბადა აღმოსავლეთ თურქეთში, ჩაიქარაში და გაიზარდა შავზღვისპირეთში, ტრაპიზონში. სტამბოლში ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტში არქიტექტურის შესწავლის შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად, შემდეგ კი ჟურნალისტად და კინოკრიტიკოსად,[3] სანამ არ გადაიღო თავისი სადებიუტო მხატვრული ფილმი სახელად კვალი („Iz“) 1994 წელს, ასევე გადაიღო რამდენიმე ჯილდო მოპოვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი სადებიუტო ფილმი კვალი შევიდა მოსკოვის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე.[4]
უსტაოღლუმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისი შემდეგი ფილმისთვის, მოგზაურობა მზეზე („Güneşe Yolculuk“), რომელიც ყვება თურქსა და ქურთს შორის მეგობრობის ამბავს. მისმა მეოთხე ფილმმა — პანდორას ყუთმა, სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა და დღეს ეს უსტაოღლუს უდიდესი საერთაშორისო წარმატებაა.[5]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | ორიგინალში | შენიშვნა |
---|---|---|---|
1984 | მომენტის დაჭერა | Bir Anı Yakalamak | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
1989 | მაგნაფანტანგა | Magnafantagna | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
1990 | დუეტი | Düet | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
1992 | ჰოტელი | Otel | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
1994 | კვალი | Iz | სადებიუტო მხატვრული ფილმი |
1999 | მგზავრობა მზეზე | Güneşe Yolculuk | მოიგო ლურჯი ანგელოზის ჯილდო ბერლინში[6] |
2003 | ღრუბლების მოლოდინში | Bulutları Beklerken | |
2004 | სიცოცხლე მათ მხრებზე | Sırtlarındaki Hayat | დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
2008 | პანდორას ყუთი | Pandora'nın Kutusu | სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ნიჟარით“ დაჯილდოვდა |
2012 | არაფი | Araf | |
2016 | გრძნობა | Tereddüt | მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის 53-ე ანტალიის საერთაშორისო საერთაშორისო კინოფესტივალზე[7] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2012-12-27 საიტზე Wayback Machine.
- Yeşim Ustaoğlu კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kutschera, Chris (October 1999). „Yesim Ustaoglu, Journey to the Sun“. The Middle East. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
- ↑ Dönmez-Colin, Gönül (2006). Cinemas of the other: a personal journey with film-makers from the Middle East and Central Asia. Intellect Books, გვ. 140. ISBN 978-1-84150-143-7. ციტირების თარიღი: November 2011.
- ↑ Who's who: Yeşim Ustaoğlu. Turkish Cultural Foundation. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
- ↑ 19th Moscow International Film Festival (1995). MIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2013-03-20.
- ↑ John Hopewell, Jonathan Holland (Sep 27, 2008). „San Sebastian picks 'Pandora's Box'“. Variety. ციტირების თარიღი: 4 May 2017.
- ↑ Berlinale: 1999 Prize Winners. berlinale.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-08. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
- ↑ Christopher Vourlias. (23 October 2016) Yeşim Ustaoğlu’s ‘Clair-Obscur’ Wins Top Honors at Antalya Film Festival. Variety.