იკაროსი (მითოლოგია)
იერსახე
იკაროსი (ბერძ. Ἴκαρος) — დედალოსის ვაჟი. იკაროსმა მამასთან ერთად სცადა კრეტიდან თავის დაღწევა, რისთვისაც დედალოსმა ბუმბულები შეაგროვა, ისინი ერთმანეთს ცვილით მიამაგრა და ოთხი დიდი ფრთა დაამზადა. ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ იკაროსს მამა აფრთხილებს ჯერ თვითკმაყოფილებაზე და შემდეგ ჰიბრისზე, მას სთხოვს არც ძალიან დაბლა იფრინოს და არც ძალიან მაღლა, რათა არც ზღვას დაეტენიანებინა მისი ფრთები და არც მზეს დაედნო ის. იკაროსმა უგულვებელყო მამის რჩევა, მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა და როდესაც ცვილი დადნა, ფრთები დაიშალა და იკაროსი ზღვაში დაიხრჩო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იკაროსი - NPLG Wiki Dictionaries. ციტირების თარიღი: 2021-02-05