შინაარსზე გადასვლა

ინდაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდაუ
Eruca sativa
Eruca sativa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  ინდაუ
ლათინური სახელი
Eruca

ინდაუ (ლათ. Eruca) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახია. აქვს მოყვითალო ან მოთეთრო ყვავილები. 5-6 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში.

საქართველოში (ქართლსა და ჯავახეთში) გვხვდება როგორც სარეველა მთის შუა სარტყლამდე. ზოგჯერ კულტივირებულია ზეთოვან მცენარედ მცირე აზიაში, ეთიოპიასა და ინდოეთში. ფოთლებს ხმარობენ სალათად და საკაზმად, თესლს კი მდოგვის სუროგატად.