იოსაფატ ბარბარო
იოსაფატ ბარბარო | |
---|---|
მშობლიური სახელი | იტალ. Giosafat Barbaro |
დაბადების თარიღი |
1413 ვენეცია |
გარდაცვალების თარიღი |
1494 ვენეცია |
საქმიანობა | მოგზაური, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე |
იოსაფატ ბარბარო (იტალ. Giosafat Barbaro) — ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. 1436-51 წლებში ცხოვრობდა ტანაისში (ამჟამინდელი აზოვი). მოგზაურობდა კავკასიაში, ყირიმში, სამხრეთ რუსეთში. 1463-73 წლებში ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენლად იყო ჯერ დალმაციაში, შემდეგ ალბანეთში. ალბანეთში ყოფნისას სახელი გაითქვა როგორც სკანდერბეგის თანამებრძოლმა. 1473-79 წლებში ვენეციის რესპუბლიკის ელჩად იყო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში და ცდილობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება უზუნ-ჰასანი. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა ბარბარომ აღწერა წიგნში, რომელშიც მოცემულია პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს XV საუკუნის II ნახევრის საქართველოს და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ურთიერთობის ამსახველი ცნობები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 203.
- Барбаро и Контарини о России. К истории итало-российских связей в ХVІ в. Вступ. статья, подг. текста, пер. и комм. Е. Ч. Скржинской. Л., Наука, 1971.
- Путешествие в Тану. — В: Каспийский транзит. Т. 2. М., 1996.