შინაარსზე გადასვლა

ისაფიორდური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ისაფიორდური
Ísafjörður
გერბი

ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
კოორდინატები 66°04′25″ ჩ. გ. 23°08′30″ დ. გ. / 66.0737778° ჩ. გ. 23.1417194° დ. გ. / 66.0737778; -23.1417194
პირველი ხსენება მე-9 საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1866
ფართობი 23.42 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 3 968 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 169.43 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ისლანდიელები
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი 450
საფოსტო ინდექსი 400
ოფიციალური საიტი isafjordur.is
ისაფიორდური — ისლანდია
ისაფიორდური

ისაფიორდური (ისლ. Ísafjörður — სიტყვასიტყვით „ყინულოვანი ფიორდი“) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ისლანდიაში. წარმოადგენს ვესტფირდირის ნახევარკუნძულის უმსხვილეს ქალაქს.

ქალაქი ისაფიორდური არის ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ვესტფირდირის რეგიონში. ისაფიორდური ვესტფირდირის რეგიონის სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქის ფართობი თანდათანობით იზრდება ფიორდების აკვატორიის დაშრობის ხარჯზე, მისი მოსახლეობა შეადგენს 3 968 ადამიანს( 2008 წლის მონაცემებით) .

პირველი მაცხოვრებლები ახლანდელი ქალაქის ადგილას 920 წელს გამოჩნდნენ. მოგვიანებით აქ დასახლდნენ ნორვეგიელი და ისლანდიელი ვაჭრები, XVI საუკუნეში რამდენიმე ინგლისურმა და გერმანულმა კაომპანიამ გახსნეს ისაფიორდურში თავისი ფაქტორია. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის მცხოვრებთა სოციალური კეთილდღეობა იზრდებოდა დამარილებული და შებოლილი თევზის გადამუშავების მრეწველობის წყალობით. ისაფიორდურმა ქალაქის სტატუსი მიიღო 1866 წელს.

ცნობილი მკვიდრები და მაცხოვრებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: