შინაარსზე გადასვლა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ხორვატიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2014 წლის მონაცემებით ხორვატიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1007 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0,7  % ხორვატიის ძეგლებია.

მათ შორის:

  • 6 კულტურის ობიექტი
  • 1 ბუნების ძეგლი

2 მათგანი ადამიანის გენიის შედევრია (კრიტერიუმი i).

გარდა ამისა 2014 წლის მდგომარეობით ხორვატიის ტერიტორიიდან 17 ძეგლი შეტანილია იუნესკოს საცდელი ძეგლების სიაში. ხორვატიამ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა 1992 წლის 6 ივლისს[1], თუმცა ხორვატიის ტერიტორიიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში პირველი ობიექტი შევიდა 1979 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხორვატია იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმი
1 დუბროვნიკი
(ხორ. Stari grad Dubrovnika)
ჟუპანია: დუბროვნიკ-ნერეტვა XII საუკუნე 1979 № 95 i, iii, iv
2 სპლიტის ისტორიული ქალაქის ცენტრი და დიოკლეტიანეს სასახლე
(ხორ. Split s Dioklecijanovom palačom)
ჟუპანია: სპლიტ-დალმაცია III საუკუნე 1979 № 97 ii, iii, iv
3 პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
(ხორ. Nacionalni park Plitvička jezera)
უახლოესი ქალაქი: სლუნი
ჟუპანია: ლიკა-სენჟი, მცირე ნაწილი კარლოვაცი
1949 1979 № 98 vii, viii, ix
4 ევფრასის ბაზილიკაქალაქ პორეჩში
(ხორ. Biskupska zgrada Eufrazijeve bazilike u Poreču)
ჟუპანია: ისტრია VI საუკუნე 1997 № 809 ii, iii, iv
5 ტროგირის ისტორიული ცენტრი
(ხორ. Grad Trogir)
ჟუპანია: სპლიტ-დალმაცია XII საუკუნე 1997 № 810 ii, iv
6 შიბენიკის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი
(ხორ. Katedrala sv. Jakova u Šibeniku)
ჟუპანია: შიბენიკ-კნინი 1431 2000 № 963 i, ii, iv
7 სტარი-გრადის ვაკე კუნძულ ჰვარზე
(ხორ. Starogradsko polje na Hvaru)
უახლოესი დასახლება: ვრბოსკა
ჟუპანია: სპლიტ-დალმაცია
2008 № 1240 ii, iii, v
16 სტეჩკები
(ხორ. Stećak)
ჟუპანია: დუბროვნიკ-ნერეტვა XII—XVI საუკუნეები 2016 1504 ii, iii, vi

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი წერტილებით მონიშნულია სტეჩკების მდებარეობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The States Parties - Croatia. unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 1 ноября.