კალამბა (ლაგუნა)
კალამბა | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | Canlubang და Kay-Anlog | ||
კოორდინატები | 14°13′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. / 14.21667° ჩ. გ. 121.16667° ა. გ. | ||
დაარსდა | 28 აგვისტო, 1742 | ||
ფართობი | 149.50 კმ² | ||
მოსახლეობა | 539 671 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 49 | ||
საფოსტო ინდექსი | 4027, 4028 და 4029 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.calambacity.gov.ph/ | ||
| |||
კალამბა (ოფიციალურად ქალაქი კალამბა; ტაგ: Lungsod ng Calamba) — პირვლეი კლასის შემადგენელი ქალაქი ლაგუნის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 454 486 ადამიანს შეადგენს.[2]
კალამბა კალაბარსონის რეგიონის რეგიონული ცენტრია. ქალაქი მანილიდან 50 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, სანტა-კრუსიდან — დასავლეთით, სან-პაბლოდან — ჩრდილოეთით, ხოლო ტაგაიტაიდან აღმოსავლეთით. ცხელი წყაროების სიმრავლის გამო, რომლებიც ძირითადად პანსოლის, ბუკალის, ბაგონგ-კალსადისა და ლინგის ბარანგაებში მდებარეობს, კალამბას ხშირად „ფილიპინების საგაზაფხულო საკურორტო დედაქალაქს“ უწოდებენ.[3]
ლაგუნის მასშტაბით კალამბა პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 2 600 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. კალამბა პროვინციაში მე-5 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა სან-პედროს, ბინიანის, კაბუიაოსა და სანტა-როსას შემდეგ. 2014 წლის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის ინდექსის საერთო რეიტინგის მიხედვით კალამბა ფილიპინების ქალაქებს შორის მე-18 ადგილზეა კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით, ხოლო კალაბარსონის რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. კალამბა ცნობილია როგორც კალაბარსონის უმდიდრესი ქალაქი.[4][5]
კალამბა ფილიპინების ეროვნული გმირის, ხოსე რისალის მშობლიური ქალაქია.[6][7]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ტაგალური სიტყვიდან kalamba, რაც ფართოპირიან თიხის ტაპაიანს აღნიშნავს (ასევე მოიხსენიება როგორც ბალანგა ან ბანგა).[8][9][10] ქალაქის სახელწოდების წარმომავლობა ასახულია მთავარ მოედანზე მდებარე კალამბის ქილის ძეგლით და ქალაქის გერბზეც რისალის სახის მქონე წყლის ჭურჭლია გამოსახული.[11][12]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალამბის უძველეს ნაწილად სუკოლის ბარანგაი მიიჩნევა, სადაც პირველი დასახლებები დღემდე შემორჩენილია. ესპანელების ჩასვლის შემდეგ მთელი ტერიტორია ჰასიენდად გადაკეთდა და ტაბუკოს შემადგენლობაში (დღევანდელი კაბუიაო) შევიდა. კალამბა დამოუკიდებელი პუებლო 1742 წლის 28 აგვისტოს გახდა, ხოლო 1770 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1813 წელს კალამბა დომინიკელი ბერების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ამერიკული რეჟიმის დროს ჰასიენდები ადგილობრივ მოსახლეობას მიჰყიდეს.[13][14]
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა მიერ ქალაქის ოკუპაციისას საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა კალამბაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, რასაც 2 000 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.[15]
შვიდწლიანი პროცესის შემდეგ, 9024-ე რესპუბლიკური აქტის („კანონი კალამბის მუნიციპალიტეტის ლაგუნის პროვინციის შემადგენელ ქაალქად გარდაქმნისა და ქალაქ კალამბად ცნობის შესახებ“) საფუძველზე კალამბა ლაგუნის პროვინციის მეორე შემადგენელი ქალაქი გახდა. 9024-ე რესპუბლიკურ აქტს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ 2001 წლის 5 მარტს მოაწერა ხელი. 2001 წლის 21 აპრილს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით პლებისციტი ჩატარდა, რომლის დროსაც მოსახლეობის 77.33%-მა კალამბის შემადგენელ ქალაქად გამოცხადებას დაუჭირა მხარი.[16]
2003 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ ხელი მოაწერა 246-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კალაბარსონის რეგიონის რეგიონულ ცენტრად კალამბა გამოცხადდა.[17]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალამბა ჩამქრალი ვულკანის, მაკილინგის მთის ჩრდილოეთ ფერდობებზეა გადაჭიმული.[18] ქალაქს ჩღდილოეთიდან კაბუიაო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — ლოს-ბანიოსი, სამხრეთიდან — ბატანგასი, ტანაუანი და სანტო-ტომასი და ტალისაის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კავიტეს პროვინცია, ტაგაიტაი და სილანგის მუნიციპალიტეტი. ლაგუნა-დე-ბაი, ქვეყნის უდიდესი ტბა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს აყალიბებს. პროვინციული დედაქალაქი, სანტა-კრუსი კალამბიდან 37 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს.
კალამბის ფართობი 14 950 ჰექტარია. ფართობის მიხედვით იგი ლაგუნის პროვინციაში მეორე ქალაქია სან-პაბლოს შემდეგ.
ქაალქი პოლიტიკურად 54 ბარანგაიდ იყოფა.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალამბა ტორპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს, რომლისთვისაც მოკლე მშრალი სეზონი და გრძელი წვიმების სეზონია დამახასიათებელი. მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წელიწაი დანარჩენი პერიოდი ნალექების მაღალი რაიოდენობით ხასიათდება.
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინების სხვა ქალაქების მსგავსად კალანგაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის როლს მერი ასრულებს. ვიცე-მერი საკანონმდებლო ორგანოს, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეობს და დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებებს ასრულებს. საკანონმდებლო ორგანო 12 წევრისგან შედგება: 10 დეპუტატი მოსახლეობის მიერ აირჩევა, ხოლო ორი ex-officio მოხელე ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტი და ბარანგაების ასოციაციის თავმჯდომარეა. 2019-2022 წლებში კალამბის მერი ჯასტინ მარკ ჩიპეკო, ხოლო ვიცე-მერი როსელერ ჰ. რისალია.
11078-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ კალამბა ლაგუნის მეორე რაიონს გამოეყო და კალამბის დამოუკიდებელი რაიონი შეიქმნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Calamba, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
- Calamba Profile at PhilAtlas.com
- Calamba City Business Directory Website დაარქივებული 2009-10-15 საიტზე Wayback Machine.
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System
- Visit Laguna – Tourist Spot in Laguna, things to do in Laguna
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). "Region IV-A (Calabarzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved June 20, 2016.
- ↑ Pa-a, Saul (April 6, 2019). „Calamba resorts without accreditation face closure“. Philippine News Agency. ციტირების თარიღი: January 30, 2020.
- ↑ „Overall Rankings (2014) – Cities and Municipalities Competitiveness Index“. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2014. ციტირების თარიღი: აგვისტო 26, 2014.
- ↑ 2014 Cities and Municipalities Competitiveness Index. National Econonmic Research and Business Assistance Center – Calabarzon. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2014.
- ↑ Cabico, Gaea Katreena. „Rizal is not a national hero Filipinos believed he was“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 2020-04-16.
- ↑ https://www.officeholidays.com/holidays/philippines/philippines-national-heroes-day
- ↑ Kirk, Kate (2001) A Guide to Los Baños for IRRI International Staff & Families. International Rice Research Institute, გვ. 17. ISBN 9789712201608.
- ↑ Sta. Maria, Felice Prudente (1996) In Excelsis: The Mission of Jose P. Rizal, Humanist and Philippine National Hero. Studio 5 Designs, გვ. 40. ISBN 9719135336.
- ↑ kalamba. ციტირების თარიღი: 16 November 2020.
- ↑ Harper, Peter; Fullerton, Laurie (1994) Philippines Handbook. Moon Publications, გვ. 325. ISBN 9781566910040.
- ↑ The Official Sea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 16 November 2020.
- ↑ City profile. About the City. Official Website of the City of Calamba. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 3, 2014. ციტირების თარიღი: November 12, 2012.
- ↑ Political History. City Government. Official Website of the City of Calamba. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: November 12, 2012.
- ↑ Jintaro Ishida, The Remains of War, 2001, p.238, citing the Barangay Real Memorial.
- ↑ Cityhood of Calamba http://www.calambacity.gov.ph/About-the-City/Cityhood-of-Calamba/ დაარქივებული December 8, 2013, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Executive Order No. 246, s. 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 22, 2018. ციტირების თარიღი: January 15, 2013.
- ↑ City Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 3, 2014. ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
|
|