შინაარსზე გადასვლა

კარუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს ავრელიუს კარუს ავგუსტუსი
Marcus Aurelius Carus Augustus

იმპერატორ კარუსის აურეუსი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 282
მმართ. დასასრული: 283
წინამორბედი: პრობუსი
მემკვიდრე: კარინუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 222
დაბ. ადგილი: ნარბონი, ნარბონის გალია
გარდ. თარიღი: 283 წლის ივლისი ან აგვისტო
გარდ. ადგილი: მდინარე ტიგრის ნაპირი, მესოპოტამია
შვილები: კარინუსი, ნუმერიანე, ავრელია პაულინა

კარუსი (ლათ. Marcus Aurelius Carus Augustus;[1][2] დ. დაახლ. 222[3] — გ. ივლისი ან აგვისტო, 283) — რომის იმპერატორი 282–283 წლებში. ტახტზე ავიდა 60 წლის ასაკში. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში კარუსი წარმატებით ებრძოდა გერმანულ ტომებსა და სარმატებს დუნაის გასწვრივ მდებარე საზღვრებზე. სასანიდთა იმპერიის წინააღმდეგ წარმოებული ომისას მან მისი დედაქალაქის, ქტესიფონის აღებაც შეძლო, თუმცა ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. იგი ტახტზე შვილებმა, კარინუსმა და ნუმერიანემ შეცვალეს.

კარუსის ანტონინიანუსი.

კარუსი, რომლის სახელიც ტახტზე ასვლამდე შესაძლოა მარკუს ნუმერიუს კარუსი ყოფილიყო,[4] დიდი ალბათობით ნარბონში, გალიაში დაიბადა,[5][6] თუმცა განათლება რომში მიიღო.[7] იგი იყო სენატორი[8] და მრავალი სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობა ეკავა სანამ იმპერატორი პრობუსი 282 წელს მას პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტად დანიშნავდა.[9]

პრობუსის სირმიუმში მკვლელობის შემდეგ, კარუსი ჯარისკაცებმა იმპერატორად გამოაცხადეს.[10] მიუხედავად იმისა, რომ მან მკაცრად იძია შური პრობუსის სიკვდილის გამო, არსებობდა ეჭვები, რომ იგი დანაშაულის თანამონაწილე იყო.[11] როგორც ჩანს, კარუსი ტახტზე ასვლის შემდეგ რომში არ დაბრუნებულა, რათა სენატისათვის განცხადებით მიემართა.[12]

ლაშქრობა სასანიდების წინააღმდეგ და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარუსმა თავის ვაჟებს, კარინუსსა და ნუმერიანეს კეისრის ტიტულები უბოძა,[13][14] კარინუსს იმპერიის დასავლეთი ნაწილი ჩააბარა, ნუმერიანე კი თან წაიყვანა სპარსეთის წინააღმდეგ სალაშქროდ, რომლის მოწყობასაც პრობუსი ფიქრობდა.[15] დუნაიზე ქვადებისა და სარმატების დამარცხების შემდეგ,[16] რისთვისაც გერმანიკუს მაქსიმუსის ტიტული მიიღო,[17] კარუსი თრაკიისა და მცირე აზიის გავლით სპარსეთისაკენ დაიძრა, დაიკავა მესოპოტამია, შეუტია სელევკიასა და ქტესიფონს და თავისი ჯარისკაცები ტიგრის მიმართულებით წაიყვანა.[18]

სასანიდმა მეფემ, ბაჰრამ III-მ, რომელიც შიდა წინააღმდეგობებით იყო შეზღუდული და მისი ძალები დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ლაშქრობაში იყვნენ დაკავებულები, თავისი ტერიტორიების ეფექტურად დაცვა ვერ შეძლო.[19] თავისი გამარჯვებებით კარუსმა შური იძია რომაელთა მიერ სპარსეთის წინააღმდეგ მანამდე მოწყობილი მარცხიანი ლაშქრობებისათვის და პერსიკუს მაქსიმუსის ტიტულიც მიიღო.[20]

ლაშქრობის გაგრძელების კარუსისეულ იმედებს წერტილი მისმა სიკვდილმა დაუსვა, რომელიც მძვინვარე ქარიშხლის შემდეგ გამოაცხადეს.[21] მის სიკვდილის მიაწერდნენ დაავადებას,[22] მეხის დაცემას[23] ან სპარსელებთან ბრძოლისას მიღებულ ჭრილობას.[24] ფაქტი, რომ იგი წარმატებულ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და მისმა შვილმა, ნუმერიანემაც წინააღმდეგობების გარეშე ჩაანაცვლა მამა ტახტზე, იმას უნდა ადასტურებდეს, რომ კარუსის სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.[25]

პირველადი წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Leadbetter, William, "Carus (282–283 A.D.)", DIR
  • Jones, A.H.M., Martindale, J.R. The Prosopography of the Later Roman Empire, Vol. I: AD260-395, Cambridge University Press, 1971
  • Southern, Pat. The Roman Empire from Severus to Constantine, Routledge, 2001
  • Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
  • Gibbon. Edward Decline & Fall of the Roman Empire (1888)
  • თარგი:EB1911
  1. კლასიკურ ლათინურში კარუსის სახელი დაიწერებოდა შემდეგნაირად: MARCVS AVRELIVS CARVS AVGVSTVS.
  2. Jones, pg. 183
  3. Canduci, pg. 105
  4. Jones, pg. 183
  5. Victor, 38:1
  6. The tradition that he was one of the so-called "Illyrian Emperors", based on the unreliable vita Cari embedded in the Augustan History, was accepted uncritically by Joseph Scaliger, who assumed the other sources were wrong, and followed by Edward Gibbon in The Decline and Fall of the Roman Empire. (Tom B. Jones, "A Note on Marcus Aurelius Carus" Classical Philology 37.2 (April 1942), pp. 193–194).
  7. Historia Augusta, "Vita Cari", 4:2
  8. Historia Augusta, "Vita Cari", 5:4
  9. Canduci, pg.105
  10. Zonaras, 12:29
  11. Historia Augusta, "Vita Cari", 6:1
  12. Southern, pg. 132
  13. Zonaras, 12:30
  14. Victor 38:2
  15. Historia Augusta, "Vita Cari", 7:1
  16. Canduci, pg. 105
  17. Leadbetter, www.roman-emperors.org/carus.htm
  18. Zonaras, 12:30
  19. Leadbetter, www.roman-emperors.org/carus.htm
  20. Southern, pg. 133
  21. Historia Augusta, "Vita Cari", 8:3
  22. Historia Augusta, "Vita Cari", 8:2
  23. Victor, 38:3
  24. Zonaras, 12:30
  25. Leadbetter, www.roman-emperors.org/carus.htm