კატარის დემოგრაფია
კატარის მოსახლეობამ 2016 წელს შეადგინა 2,6 მილიონი ადამიანი, მათ შორის 80 % უცხოელია. უცხოელების უმრავლესობა არიან ინდოეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან, ერაყიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი ლანკიდან. ისინი მუშაობენ მშენებლობაზე და უფრო ცუდ გარემოში.
კატარელები არიან მუსლიმები და საკმაოდ ინარჩუნებენ ტრადიციებს.
ნავთობის აღმოჩენის შემდეგ ქვეყანაში იმატა ურბანიზაციამ და დღეს 90 % ცხოვრობს დოჰაში ან მის გარეუბნებში, რამაც ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობის დაცლა გამოიწვია.[1]
მოსახლეობის განვითარება (რაოდენობა)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგიური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატარი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ისლამი შემოიტანეს მეშვიდე საუკუნიდან.
კატარის სახელმწიფო რელიგიაა - ისლამი. კატარელების უმრავლესობა სუნიტია და 10 % მუსლიმებისა შიიტი.
ცენტრალური მეჩეთი არის მოჰამედ ბინ აბდულ უაჰაბის სახელობის მეჩეთი, დაფნას უბანში.
ისლამური განათლების მიღება შესაძლებელია კატარის ყველა დიდ უნივერსიტეტში.
მოსახლეობის 67,7 % ამ რელიგიის მიმდევარია.
ქრისტიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტიანების უმეტესობა არის ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსულები. ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის 13,8 %-ს.
2005 წელს, კატარის მთავრობამ მიწის ნაკვეთი გადასცა ზოგ ქრისტიანულ ჯგუფებს დოჰას გარეუბანში, რომ აეშენათ ეკლესიები.
უმეტესობა კათოლიკეა ან პროტესტანტია.
ინდუიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის 13,8 % ამ რელიგიის მიმდევარია და მათი უმეტესობა ნეპალიდან ან ინდოეთიდანაა.
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ministry of Development Planning and Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 2017-02-07.
- ↑ Middle East ::QATAR. CIA The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2018-04-15.