შინაარსზე გადასვლა

კაცურა ტარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაცურა ტარო
კაცურა ტარო
იაპონიის მე-7 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი, 1912 – 20 თებერვალი, 1913
მონარქი  ტაისიო
წინამორბედისაიონძი კიმოტი
მემკვიდრეიამამატო გომბეი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივლისი, 1908 – 30 აგვისტო, 1911
მონარქი  მეიძი
წინამორბედისაიონძი კიმოტი
მემკვიდრესაიონძი კიმოტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 1901 – 7 იანვარი, 1906
მონარქი  მეიძი
წინამორბედისაიონძი კიმოტი (მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრესაიონძი კიმოტი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 1896 – 14 ოქტომბერი, 1896
მონარქი  მეიძი
წინამორბედიკაბაიამა სუკენორი
მემკვიდრენოგი მარესუკე

დაბადებული4 იანვარი, 1848
ჰაგი, ტიოსიუს სამთავრო, იაპონიის იმპერია
გარდაცვლილი10 ოქტომბერი, 1913 (65 წლის)
ტოკიო, იაპონიის იმპერია
საარჩევნი ოლქიდამოუკიდებელი
პოლიტიკური პარტიარიკენ დოსიკაი
პროფესიაგენერალი
ხელმოწერა

პრინცი კაცურა ტარო (იაპონ. 桂 太郎; დ. 4 იანვარი, 1848 — გ. 10 ოქტომბერი, 1913(1913-10-10)) — იაპონიის საიმპერატორო არმიის გენერალი, პოლიტიკოსი და იაპონიის სამგზის პრემიერ-მინისტრი.

კაცურა დაიბადა სამურაის ოჯახში, ტიოსიუს სამთავროს ქალაქ ჰაგიში (დღევანდელი იამაგუტის პრეფექტურა). ახალგაზრდობიდან ის შეუერთდა მოძროაობას, რომელიც ტოკუგავას მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბოსინის ომის მთავარ ბროლებში, რომელმაც გამოიწვია მეიძის რესტავრაცია.

მეიძის ახალი მთავრობა მას პერსოექტიულ და ნიჭიერ პიროვნებად მიიჩნევდა, რის გამოც, ის გერმანიაში სამხედრო მეცნიერების შესასწავლად გაუშვეს. ის მსახურობდა გერმანიაში იაპონიის საელჩოში სამხედრო ატაშედ 1875–1878 და 1884–1885 წლებში. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ, კაცურა გენერალ-მაიორად დაინიშნა. მან მიიღო რამდენიმე საკვანძო თანამდებობა იაპონიის საიმპერატორო არმიაში, ხოლო 1886 წელს დაინიშნა იაპონიის არმიის მინისტრის მოადგილედ.

1894–1895 წლების ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის დროს, კაცურა ტარო , ფედერალმარშალ იამაგატა არიტომოსთან ერთად ხელმძღვანელობდა იაპონიის საიმპერატორო არმიის მესამე დივიზიას. ომის დროს, მისმა დივიზიამ შეასრულა დასამახსოვრებელი მარში შუაზამთარში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყვითელი ზღვიდან ჰაიტენგამდე, სადაც არმიის დაიპყრეს ნიუჩვანგი მეორე დივიზიასთან ერთად, რომელიც შემდეგ ლაიდუნგის ნახევარკუნძულზე გადავიდა.

ომის შემდეგ, მან მიიღო სისაკუს (ვიკონტი) წოდება კაძოკუს სისტემის დროს. ის გახდა ტაივანის მეორე გენერალ-გუბერნატორი, რომელი თანამდებობაც 5 თვე შეინარჩუნა. 1898-1901 წლების მომდევნო კაბინეტმა კაცურა ტარო იაპონიის არმიის მინისტრად დანიშნა.

კაცურა ტარო იაპონიის მე-11,მე-13 და მე-15 პრემიერ-მინისტრი იყო. მისი მმართველობა იმ ეპოქაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კაცურას პირველი ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცურა პირველად პრემიერ-მინისტრი 1901 წლის 2 ივნისს გახდა. მან თავისი ოფისი 1906 წლის 7 იანვრამდე შეინარჩუნა, რაც იაპონიაში იმ დროისთვის რეკორდი იყო. მისი მმართველობის მეოთხე წელს იაპონია მთავარ იმპერიალისტურ ძალად მიიჩნეოდა აღმოსავლეთ აზიაში. საგარეო საქმეების თვალსაზრისით, აღინიშნება ინგლის-იაპონიის ალიანსი და 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში გამარჯვება. მისი მმართველობის დროს, კაცურამ დიდი ბრიტანეთის მეფისგან, ედუარდ VII-სგან მიიღო წმინდა მიხეილის და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის რაინდის ორდენი, ხოლო იმპერატორმა მეიძიმ მას მარკიზის წოდება უბოძა. შინაგასაქმეების თვალსაზრისით, კაცუმა კონსერვატიული პოლიტიკოსი იყო, რომელიც თავს არიდებდა იაპონიის პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს. 1906 წლის იანვარში, კაცურამ პრემიერის თანამდებობა დატოვა საიონძი კინმოტისთან დაპირისპირების და პორტსმუტის ხელშეკრულების შედეგად მიღებული არაპოპულარობის გამო იაპონიის და რუსეთის ომში. 1906 წლის 1 აპრილს ის ხრიზანტემის დიდი კოროდნის ორდენით დაჯილდოვდა.

კაცურას მეორე ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცურა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობას 1908 წლის 14 ივლისს დაუბრუნდა და პოსტი 1911 წლის 30 აგვისტომდე შინარჩუნა. მისი მეორე მმართველობა გამოირჩევა 1910 წლის იაპონია-კორეის ანექსიის ხელშეკრულებით. მას შემდეგ, რაც პოსტი დატოვა, ის გახდა კოსაკუ (პრინცი), იაპონიის სახელმწიფო ბეჭდის ლორდმცველი და გენრო.

კაცურას მესამე ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცურა იაპონიის პრემიერ-მინისტრი მესამედ 1912 წლის 21 დეკემბრიდან გახდა. მისი თანამდებობაზე აღდენა მეიძის კონსტიტუციამ გამოიწვია. თუმცა 1913 წლის ოქტომბერში მას შემდეგ, რაც მან მხარდაჭერა და ნდობა დაკარგა, თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობა იამამოტო გომბეიმ დაიკავა, ხოლო ხელისუფლებაში რიკენ დოსიკაის პარტია მოვიდა.

კაცურა ტაროს დაკრძალვა

კაცურა ტარო თანამდებობიდან გადადგომიდან 8 თვეში კუჭის კიბოთი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა ძიოძო-ძის ტაძარში, ტოკიოში შედგა, ხოლო მისი საფლავი სეტაგაიაში, შიონ ძინძაში მდებარეობს.

  • Lone, Stewart (2000). Army, Empire, and Politics in Meiji Japan: The Three Careers of General Katsura Taro. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-23289-6.