კევინ ბეიკონი
კევინ ბეიკონი | |
---|---|
კევინ ბეიკონი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | კევინ ნორვუდ ბეიკონი |
დაბადების თარიღი |
8 ივლისი, 1958 ფილადელფია, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი პროდიუსერი |
აქტიური | 1978–დღემდე |
მეუღლე(ები) | კირა სეჯვიკი |
კევინ ნორვუდ ბეიკონი[1] (ინგლ. Kevin Norwood Bacon; დ. 8 ივლისი 1958, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. იგი ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებულია, ასევე ემის პრემიის ნომინანტი[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კევინ ბეიკონი დაიბადა 1958 წელს ქალაქ ფილადელფიაში. დედამისი რუთ ჰილდა იყო დამწყები სკოლის მასწავლებელი და ლიბერალი აქტივისტი, ხოლო მამამისი ედმუნდ ბეიკონი (1910-2005) ცნობილი არქიტექტორი. 17 წლის ასაკში კევინმა სახლი მიატოვა რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა ბროდვეის თეატრში. 20 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი სცენაზე. მოგვიანებით რამდენიმე წელი იღებდა პატარა როლებს. თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა სერიალებსა და მცირებიუჯეტიან ფილმებში.
კევინ ბეიკონის კინოდებიუტი შედგა 1978 წელს ფილმში „ცხოველთა სახლი“. დიდ ეკრანზე „შეიჭრა“ 1984 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „თავისუფლები“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ხნით კარიერაში ვარდნა განიცადა, მანამ სანამ ოლივერ სტოუნმა არ მიიწვია ფილმში „ჯფკ“ (1991), რომელიც იყო მისთვის საეტაპო ფილმი. შემდგომ ბეიკონის კინოკარიერამ ისევ აღმავლობა განიცადა და ამჯერად დიდი ხნით. 1994 წელს მერილ სტიპთან ითამაშა ფილმში „ველური მდინარე“. ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმი „აპოლონ 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კინოა და მოგვითხრობს ამერიკელ თავდადებულ კოსმონავტებზე. შემდეგ იყო კინოფილმები „უჩინმაჩინი“, „24 საათი“, „მდინარე მისტიკი“, „სად იმალება სიმართლე“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვა.
სხვადასხვა დროს თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: ჯეკ ნიკოლსონთან, რობერტ დე ნიროსთან, ბრედ პიტთან, ტომ კრუზთან, შონ პენთან, ტომ ჰენქსთან, მერილ სტრიპთან, ჯულია რობერტსთან და ა.შ.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1978 | ფ | ცხოველთა სახლი | National Lampoon's Animal House | კიპი |
1979 | ფ | თავიდან დაწყება | Starting Over | ქმარი |
1979 | ფ | ნიჭი | The Gift | ტედი |
1980 | ფ | მთლიანობაში გმირი | Hero at Large | მეორე თინეიჯერი |
1980 | ფ | პარასკევი 13 | Friday the 13th | ჯეკი |
1981 | ფ | მხოლოდ სიცილი | Only When I Laugh | დონი |
1982 | ფ | საჭაშნიკე | Diner | ტიმოთი |
1982 | ფ | 42-მე | Forty Deuce | რიკი |
1984 | ფ | თავისუფლები | Footloose | რენი |
1986 | ფ | ბროკერი | Quicksilver | ჯეკი |
1987 | ფ | თეთრი წყლის ზაფხული | White Water Summer | ვიკი |
1987 | ფ | ხაზის დასასრული | End of the Line | ევერეტი |
1987 | ფ | თვითმფრინავით, მატარებლით, მანქანით | Planes, Trains and Automobiles | ტაქსის მგზავრი |
1988 | ფ | მას შვილი ეყოლება | She's Having a Baby | ჯეფერსონი |
1989 | ფ | დამნაშავეთა კანონი | Criminal Law | მარტინი |
1989 | ფ | დიდი სურათი | The Big Picture | ნიკი |
1990 | ფ | დედამიწის თრთოლა | Tremors | ვალენტინი |
1990 | ფ | კომაში | Flatliners | დევიდი |
1991 | ფ | პირატები | Pyrates | არი |
1991 | ფ | კუინზის ლოგიკა | Queens Logic | დენისი |
1991 | ფ | მან თქვა, მანაც თქვა | He Said, She Said | დენ ჰენსონი |
1991 | ფ | ჯფკ | JFK | უილი ო'კიფი |
1991 | ფ | პატარა ბიწიერი | A Little Vicious | მთხრობელი |
1992 | ფ | რამდენიმე კარგი ბიჭი | A Few Good Men | ჯეკ როსი |
1994 | ფ | დაუმარცხებელი ველური | The Air Up There | ჯიმი დოლანი |
1994 | ფ | ველური მდინარე | The River Wild | უეიდი |
1995 | ფ | მკვლელობა პირველი ხარისხის | Murder in the First | ჰენრი იანგი |
1995 | ფ | აპოლონი13 | Apollo 13 | ჯეკი |
1995 | ანფ | ბალტო | Balto | ბალტო |
1996 | ფ | მძინარენი | Sleepers | შონი |
1997 | ფ | სრულყოფილების პორტრეტი | Picture Perfect | სემი |
1997 | ფ | დანიშნულების ადგილი ყველგან | Destination Anywhere | მაიკი |
1997 | ფ | როგორია ტყუოდე ამერიკაში | Telling Lies in America | ბილი |
1998 | ფ | თხრილი ჩინეთში | Digging to China | რიკი |
1998 | ფ | ველურობა | Wild Things | სერჟანტი რეი დუკეტი |
1999 | ფ | ექოს გამოძახილი | Stir of Echoes | ტომი |
2000 | ფ | ჩემი ძაღლი სკიპი | My Dog Skip | ჯეკ მორისი |
2000 | ფ | ჩვენ დავქორწინდით მარგოზე | We Married Margo | საკუთარი თავი |
2000 | ფ | უჩინმაჩინი | Hollow Man | სებასტიან კეინი |
2001 | ფ | ნოვოკაინი | Novocaine | ლენსი |
2002 | ფ | მახეში | Trapped | ჯო |
2003 | ფ | მდინარე მისტიკი | Mystic River | შონ დივაინი |
2003 | ფ | გაჭრა | In the Cut | ჯონი |
2004 | ფ | მეტყევე | The Woodsman | უოლტერი |
2004 | ფ | გამოქვაბულში ბინადარი | Cavedweller | რონალდი |
2005 | ფ | საყვარელი ბიჭი | Loverboy | მარტი |
2005 | ფ | სილამაზის სალონი | Beauty Shop | ჯორჯი |
2005 | ფ | სად იმალება სიმართლე | Where the Truth Lies | ლენი |
2007 | ფ | სასიკვდილო განაჩენი | Death Sentence | ნიკი |
2007 | ფ | გზა და კავშირი | Rails & Ties | ტომ სტარკი |
2008 | ფ | ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ | The Air I Breathe | ლავი |
2008 | ფ | ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ | Frost/Nixon | ჯეკ ბრენანი |
2008 | ფ | ანჯელოს გადარჩენა | Saving Angelo | ბრენტი |
2009 | ფ | მაგიური შვიდეული | The Magic 7 | საკუთარი თავი |
2009 | ფ | ჩემი ერთადერთი | My One and Only | დენი |
2011 | ფ | თეთრი სპილო | Elephant White | ჯიმი |
2011 | ფ | სუპერი | Super | ჯოკი |
2011 | ფ | იქს-ადამიანები: პირველი კლასი | X-Men: First Class | სებასტიან შოუ |
2011 | ფ | ეს სულელური სიყვარული | Crazy, Stupid, Love. | დევიდი |
2012 | ფ | ჯეინ მენსფილდის ავტომობილი | Jayne Mansfield's Car | კეროლ კოლდუელი |
2013 | ფ | მოჩვენებითი პატრული | R.I.P.D. | ბობი ჰეიესი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gary Boyd Roberts. Ten Further Hollywood Figures (or Groups Thereof). New England Historic Genealogical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2009. ციტირების თარიღი: January 2, 2008.
- ↑ კევინ ბეიკონის ჯილდოები IMDB